წესით 24 საათით ადრე მაგის ალბათობის გათვლა შეიძლება და ამერიკელები ყოველთვის აქვეყნებენ თავისი შტატებისთვის.
Supercell - ჩვეულებრივი კონვექთური შტორმისგან(гроза, thunder-storm, ჭექა-ქუხილი) განსხვავდება იმით რომ არის მოტრიალე. სტატისიკური მონაცემებით ყოველი მე-1000 Supercell (სუპერუჯრედი) წარმოქმნის ქარბორბალას სახელწოდებით Tornado. ამით განსვავდება ამერიკული სიტყვა Tornado ჩვეულებრივ ქარბორბალასგან, მას მხოლოდ Supercell წარმქნის.

ჩვეულებრივ ქარბორბალას შავი ზღვის სანაპიროზე ხშირად ვხედავთ ხოლმე და მისი ამერიკული სახელწოდებაა waterspout. მაგრამ ვინც არ იცის მაინც სიტყვა ტორნადოს აწერს

Supercell-ში სეტყვის ალბათობა არის 100%-იანი. და სეტყვის საწინამღდეგო დანადგარით მისი სეტყვა მხოლოდ 60-70%-ით ნადგურდება ჩვეულებრივი ღრუბლისგან განსხვავებით სადაც სეტყვა 100%-ით ნადგურდება. ამიტომაც თუ მოვიდა Supercell უეჭველი მაინც რომელიმე სოფელს დასეტყავს.
სტატისკური მონაცემებით საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მისი ფოტო იმის გამო ფასობს რომ მას ტორნადოზე მონადირე ამერიკელი სტორმჩეიზერები იღებენ. დავუშვათ ტორნადო ვერ შექმნა, ამ შემთხვევაში სამარიაჟოდ იდება მხოლოდ Supercell-ის ფოტო.
თბილისში გვაქ წელიწადში 1-2 მაქსიმუმ 3 სუპერუჯრედი რაც ვაკვირდები ბოლო 10 წელი. ამიტომაც ტორანდოს ალბათობა არის 200-300 წელიწადში ერთხელ. ჩვენი თბილისური სუპერუჯრედის შექმნა ყველაზე ხშირად ხდება ლისის ტბის გორასთან, პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
შესაბამისად თუ ტორნადო იქნება ეს 200-300 წელიწადში ერთხელ, სავარაუდოდ პლატოს გადაუვლის

კახეთში ცოტა უფრო ხშირად იცის სუპერუჯრედი მანდ წელიწადში 3-4 ჯერ არის, მთელი ტერიტორიის მასშტაბით და დასავლეთ საქართველოში პირიქით იშვიათობაა. რაც უფრო ზღვას ვუახლოვდებით მით უფრო ზღვა აკონტროლებს საჰაერო მასსებს და არა ლოკალური ფაქტორები.
იმისთვის რომ სუპერუჯერი შეიქმნას სიმაღლეზე 3 კილომეტრი და ქვემოთ უნდა იყოს მინიმუმ 3 სხვა და სხვა მიმართულების ქარი. ანუ ძალიან უნდა იყოს ქარების არეულობა..
მაგალითად მთაწმინდის პარკის სიმაღლეზე აღმოსავლეთის ქარია, თბილის ანძის სიმაღლეზე სამხრეთის ქარია, ცოტა უფრო ზევით დასავლეთის ქარია და კიდე უფრო ზევით სხვა ქარია. აი მაშინ წარმოიქმნება სუპერუჯრედი.
ამ არეულობის შესახებ 1 დღით ადრე ვიცით ხოლმე და თუ შემდეგ დღეს გამოცხადებულია წვიმა და კონვექცია ესეეგი არის ალბათობა რომ შექმნას..
თუმცა ამ არეულობას აეროპრტის ზემოთ რაც არის ოფიციალურ მონაცემებზე ის არის ხოლმე. ხოლო ლისის გორაზე რა სიტუაციაა არ ვიცით, მაგრამ რატომღაც იქ უფრო ხშირად არის არეულობა. შეიძლება რელიეფი უწყობს ხელს... მარა ზოგადად სუპერუჯრედი მთიან რეგიონებში არ იცის ხოლმე ამერიკაში, შუა შტატებში იცის. ასევე ოკეანესთან ახლოს არ იცის.

თუ ზამთარში ყველაზე მაგრად თოვლის სურათი ფასობს meteo public გვერდებზე, ზაფხულში ყველაზე მაგრად Supercell-ის სურათი ფასობს..
ეს კი ამერიკელი ფოტოგრაფების ნამუშევრებია.






პ.ს სიტყვა LP იმას ნიშნავს (Low Percipication) რომ სუსტია და ბევრი ნალექი არ აქვს, თუმცა შეუძლია აი ასეთი ზომის სეტყვა ჩამოყაროს მიუხედავათ იმისა რომ სუსტია, 5-10 წუთით და მერე გამოიდაროს...
კიდევ არსებობს HP Supercell (High Percipication) აი იმას კი აქვს ძლიერი და ხანგრძლივი წვიმა და სეტყვა.. სტიქიის დღოს 13 ივნისს 2015 ის იყო სავარაუდოდ. HP არ არის დიდად ფოტოგენური, იმიტომ რომ წვიმა ხელს გვიშლის და მაქსიმუმ შორიდან უნდა გადაუღო...

p.s ვინც კარგად არ ერკვევა ცდილობს მოიპოვის მომენტი როცა ჩვეულებრივი ჭექა-ქუხილის ღრუბელი ვიზუალურად ცოტა გავს Supercell-ს და მერე ამტიკცებს რომ ეგაა და თავისი რეგიონით მარიაჟობს

აი ჩემი სურათებიდან რაც წინა გვერდზე მიდევს, მხოლოდ პირველი ფოტო ამტკიცებს რომ supercell-ია, და timelapse.

მასე ჩვეულებრივი ღრუბელი შეიძბელა კუტუსაც დაემსგავსოს, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ კუტუა

პ.ს მხოლოდ Supercell-ს შეუძლია 5-სმ + დიამეტრის და უფრო მსხვილი ზომის სეტყვის წარმოქმნას... ჩვეულებრივ ღრუბელს შეიძლია მხოლოდ 5 სმმდე.
იმისთვის რომ კარგად გაერკვიო თუ გიანტერესებს გირჩევ youtube-ზე ჩაწერო supercell timelapse და ბევრ ვიდეოს უყურო, რომ მიხვდე როგორ მოძრაობს და მერე თვალით ადვილად გაარჩევ და გეცოდინება რომელი უბანი დაისეტყვება.
This post has been edited by Tunes on 27 May 2019, 01:36