შტატებში ვიბოდიალე და ბოლოს შემთხვევით ამ ადგილას აღმოვჩნდი.
https://www.google.ge/maps/@42.4470208,-73....#33;3m1!1e3ნიუ ბალტიმორი, პატარა დასახლება ჰუდსონის სანაპიროზე (შტატი - ნიუ იორკი)
3000-3500 ადამიანი ცხოვრობს დღეს ამ ტერიტორიაზე.
მათი 97% თეთრკანიანია. (რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც.

)
37% რელიგიურია (20% კათოლიკე დანარჩენი კი სხვა მიმდინარეობები)
დიდი ისტორია არ აქვს დასახლებას. ადრე აქ მოჰიკანები ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ყველამ ვიცით თუ რა მოხდა.
მოკლედ რისი თქმა მინდა. წავიდოდა ადამიანი და იცხოვრებდა ამ ადგილებში. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გასაოცარი და ისტორიულია, ან რა დიდებულ სანახაობას წააწყდება კაცი იქ ყოფნისას.
უბრალოდ მშვიდად იქნებოდა. რამე მშვიდ სამსახურში იმუშავებდა და წიგნის წერას დაიწყებდა. (დაიწყებდა რა, დავიწყებდი) დიდი ბიბლიოთეკა მექნებოდა სახლში. მეყოლებოდა პატარა კატერი. დავაყენებდი ამ ნავსადგურში
https://www.google.ge/maps/@42.4535489,-73....#33;3m1!1e3 და თვეში ორჯერ გავისეირნებდი ხოლმე უიქენდზე. მოვაწყობდი თევზაობას მდინარეზე. პარასკევობით ადგილობრივ პაბში მეგობრებთან ერთად რამდენიმა კათხა ლუდს დავლევდი და ბილიარდს ვითამაშებდი.
უცებ რასაც შევავლე თვალი ეს სახლი მესიმპატიურა.
https://www.google.ge/maps/place/New+Baltim...#33;6m1!1e1გამოვიდოდი საღამოს ვერანდაზე და მდინარის ხმას მოვუსმენდი, თან წიგნს გადავფურცლავდი. ლამაზი ფერებია, პატარა ფარეხიც იქვეა. დავამატებდი კალათბურთის ფარს. ვიყოლიებდი ველოსიპედს და ხშირად ვისეირნებდი ნიუ ბალტიმორის ქუჩებში.
დასახლების გარშემო სულ სიმწვანეა. დიდი ტყე აკრავს პატარა ქალაქს. პიკნიკზეც ხშირად ვივლიდი მეზობელ ოჯახებთან ერთად. პატარა შეჯიბრებსაც მოვაწყობდით. არა, ვფიქრობ არ მოიწყენს ადამიანი ნიუ ბალტიმორში.
ზაფხულში ჰუდსონში ცურვაც არ უნდა იყოს ურიგო. ივლისი და აგვისტო ამისთვის ყველაზე შესაფერისი დროა.
თუკი სიწყნარე მომბეზრდებოდა ნიუ იორკი სითი 2 საათ ნახევრის სავალზეა.
გადახედეთ ქუჩებს. სიმშვიდის სუნი მოდის დახეთქილი ასფალტიდან. მგონი არ უნდა იყოს ცუდი არჩევანი.
https://www.google.com/maps/@42.4455065,-73...#33;6m1!1e1