zakuti2მქონდა 800 ევრო და მყოფნიდა, ანუ ბინაში ვიხდიდი 300 ევროს, ვცხოვრობდი ცენტრში, როგორც რავი რუსტაველი ავიღოთ. პლიუს კარგი გარემონტებული ბინა იყო 1 ოთახიანი, ყველაფრით ეს მაცივარია თუ მიკრო ღუმელი თუ კონდენციონერი თუ ინტერნეტი თუ სამრეცხაო

და კომუნალურებს არ ვიხდიდი ამ ფასში შედიოდა.
გზას რაც შეეხება 1.4 ევრო ღირს მგზავრობა საათნახევარი აქვს ბილეთს ვადა, მაგრამ არის იაფი ბილეთები ანუ 1 თვის ბილეთს ყიდულობ 30 ევროდ, ეხლა შეიძლება გააძვირეს არ ვიცი ნუ ვთქვათ 35 ევრო და ამ ბილეთით დადიხარ ერთი თვის მანძილზე ტროლეიბუსით, ავტობუსით, ტრამვაით და მეტროთი როცა გიდნა სადაც გინდა. ანუ მგზავრობაც იაფი გამოდის. საჭმელი ძაან იაფია ეს ხორცი იქნება თუ პამიდორი

, ტანსაცმელი ხომ იაფი და იაფი მითუმეტეს ზაფხულში და ზამთარში.
აი კლუბები და კაფე რესტორნები ცოტა ძვირია, მაგალითად 1 ჭიქა ტეკილაში შეიძლება 9 ევრო მოგტხოვონ. ანუ თუ კლუბებში და რესტორნებში არ ივლი ყოველდღე და ივლი ვთქვათ თვეში 4ჯერ გაერთობი რა. თავიდან ჯოვბია საერთოდ ყველაფერი დაიკიდო და მიხედო საბუთებს და სამსახურს და მერე ნელ ნელა ბერძნულს როდესა ისწავლი მეგობრებსაც გაიჩენ და ცოტა აეწყობი მშვენივრად იქნები.
მოკლედ რამდენი ვილაპარაკე, გეყოფა რა 800 ევრო გეყოფა.
ხო სიგარეტიც ძვირია, 2.8 ღირდა ყველაზე იაფიანი სიგარეტი პალ მალი.
თუ მწეველი ხარ მაინც კარგად იქნები თუ გასახვევს იყიდი 4-5-6 ევრო ღირს და გამოდის 60 ღერი, მთელი საბერძნეთი თუთუნზეა გადასული

ხო დავამატებ ერთ რამეს, მომავალი ცხოვრებისთვის იმიტომ არის კარგი და მანდ გადაბარგება რომ მომავალში ბინასაც შეიძენ და არ გაგიჭირდება რადგან იაფია ბინები, მანქანაც გეყოლება რომელიც ასევე იაფიადა პლიუს რასაც ქვია იცხოვრებ რა და არა როგორც საქართველოში ცხოვრობს ხალხი. მოქალაქეობასაც თუ აიღებ ხომ მტელი მსოფლიო გახსნილი გაქვს უვიზოდ ამერიკის კანადის და ავსტრალიის ჩათვლით
This post has been edited by Sagittarius_Snake on 30 Apr 2017, 21:01