ბიჯო, აი, რავი, თავად განსაჯე:
როცა რიგითი იუზერი ვიყავი, ვკითხულობდი მხოლოდ იმ თემებს, რომელიც მაინტერესებდა და მართობდა
ახლა, როგორც მოდერს, ყველა თემის კონტროლი და მათ შორის ათასი ###ობის წაკითხვა მიწევს, რომ სადმე რამე დარღვევა არ გაიპაროს და პატიოსანი იუზერები არ დაიჩაგრონ.
ამას გარდა არსებობს რეპორტებიც (რომელიც ძირითადად წყვილ-წყვილად მოდის-ხოლმე), ცალკე მათზე რეაგირებაა საჭირო, საკითხის შესწავლა, რომ დარეპორტებული იუზერი შემთხვევით თუ მიზანმიმართულად დამრეპორტებლის მსხვერპლი არ აღმოჩნდეს და თუ საჭიროა დამრეპორტებელიც დაისაჯოს ან არც დარეპორტებული დაისაჯოს ტყუილად, ვიღაცის პირადი ანტიპათიის გამო. მოკლედ მარტივი არ არის ამ ყველაფრის შესწავლა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
ახლაც, მაგალითად, დილით შემოვედი თუ არა, შენზე გახსნილი თემა დამხვდა, რომელიც რეაგირებას ითხოვდა, ხოდა მიუხედავად იმისა, რომ რამე დადებითის წაკითხვის იმედით შემოვედი, ამ უარყოფითი რაღაცეების კითხვა და მოდერირება მომიწია.
ერთადერთი მარგალიტი, რაც მოდერობას აქვს, ისაა, რომ შემიძლია თქვენი თემების (თუნდაც ამ თემის) სათაურის შეცვლა, პოსტების წაშლა-რედაქტირება და თემის სხვა, უფრო შესაბამის განყოფილებაში გადატანა და მერე მაგით კაიფი
ასევე შემიძლია თემა ისეთ განყოფილებაში გავუშვა, რომ იქაურმა მოდერებმა ავტორს 1-2 თვიანი ბანი აარტყან

თუ მოვინდომებ, ალბათ წლიანზეც გავაქაჩინებ
ხოდა მოდი ამით იმ ჩვენში არსებულ სინდისის ჭიას გაუმარჯოს კი არადა კარგად დაფიქრდით-ხოლმე სანამ თემას გახსნიდეთ
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე