Haxor1თუ მართალია რაც დაწერე, გილოცავ ბრატან

ზუსტად არ ვიცი რატომ არის მოსალოცი ამბავი, მაგრამ მოსალოცი ამბავი როა ფაქტია. (მეც შევავსე წლევანდელი გათამაშება მარა პასუხებს ვერ ვნახულობ ჯერ.

)
რაც შეეხება "აქედან ადებას" და მსგავს პათოსს... ჩემს აზრს გეტყვი. სწავლისთვის თავის დანებება და "გრუზჩიკად" ან დამლაგებლად ამერიკაში წასვლა, ზოგადად სადმე წასვლა "ლიჟბი წასვლისთვის" ერთმნიშვნელოვნად ###ობაა ახალგაზრდა კაცისთვის. მოფეფერო ფინდას მსგავსი წერა-კითხვის (პრაქტიკულად პირდაპირი მნიშვნელობით) უცოდინარი ტიპებისთვის ალბათ არის ეგეთი "გაქცევა" ერთერთი გამოსავალი, რადგან იქ მოხუცის პამპერსები ცვალონ ურჩევნიათ ვიდრე მაგალითად აქ იმუშაონ დასუფთავების სამსახურში. მაგრამ ახალგაზრდა კაცი, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანად თუ თვლის თავს, ინტელექტუალურ განვითარებას ფიზიკურ შრომას არ უნდა ამჯობინებდეს. არ ვიცი, შეიძლება არც მიდიხარ ფიზიკური შრომისთვის და პირდაპირ უნივერსიტეტში გიწვევენ ლექტორად, მაგრამ აქ რაც დაიწერა იმ პათოსიდან გამომდინარე ასეთი შთაბეჭდილება რჩება.
როგორც ვიცი (თუნდაც შენი ნიკიდან გამომდინარე) IT სფეროსთან დაახლოვებული ხარ. თუ ასეა, დაბეჯითებით გირჩევ არ გაანებო ამ საქმეს თავი. თუ პროგრამირებაზე სწავლობ(დი) მითუმეტეს! გრინ-კარტა მართლა მაგარია და ბევრ შესაძლებლობებს მოგცემს, მაგრამ თუ სწავლას თავს იმიტომ დაანებებ რომ იქ "გაიქცე" და "ამერიკული ოცნება აიხდინო", ძაან მიჰქარავ

"ამერიკული ოცნების ახდენის" შანსი რა თქმა უნდა გაქვს, მაგრამ ეს შანსი ასე ვთქვათ, ერთი-ორი პროცენტის ფარგლებშია, მაქსიმუმ. ეს თავის მხრივ მრავალჯერ მეტია ვიდრე სხვა ქვეყნებში შეიძლება, მაგრამ მაინც - ერთი-ორი პროცენტია და ამას ვერ (ნუ) დაგეგმავ! გააგრძელე სწავლა და თუ მაგალითად IT სფეროში ხარ, მაგ ათას დოლარს აქაც მარტივად იშოვი არც ისე გვიან. და წასვლით წადი, მაგრამ არა ფიზიკურ მუშად, არამედ შენი სპეციალობის პროფესიონალად.
ან წადი და იქ ეცადე დაეუფლო რაიმე პროფესიას (ისევდაისევ - თუ ITში ხარ, უკეთესი/უფრო პერსპექტიული სფეროს მონახვა გაგიჭირდება). უბრალოდ შენი ნაწერიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება რომ გარბიხარ, და უბრალოდ გირჩევ ნუ გაიქცევი. მუშად თუ წახვალ, დიდი ალბათობით მუშად დარჩები. და ამერიკაში ვირის მუშას შეიძლება მართლაც მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე მაგალითად საქართველოში მათემატიკოსს, მაგრამ ვირის მუშა მაინც ვირის მუშაა, და მათემატიკოსი მაინც მათემატიკოსი. ფული ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ყველაფერს - ნამდვილად არა. ამას შეიძლება ეხლა ვერ მიხვდე, მაგრამ როცა მიხვდები, იმედია გვიან არ იქნება
ცოტა პესიმისტურ/დამრიგებლური გამოვიდა პოსტი მაგრამ....
Just my two cents-ო როგორც იტყვიან
* * *