ერთი ფეხბურთელი იყო, სიმონე ერქვა
რომის "ლაციო" რომ ლაციოობდა, მაშინ თამაშობდა ლაციოში, ვერონთან და სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად
ნაზი შეხედულების ტიპი იყო, ბევრ გოგოს ევასებოდა
შუბლზე ჩამოყრილ თმას რომ გადაიწევდა ხოლმე ხელით, ელეთმელეთი მოსდიოდათ იმ გოგოებს
ხოდა ამ ტიპს უფროსი ძმა ჰყავდა - ფილიპო
ეს ფილიპო თავის მხრივ მილანის "მილანში" თამაშობდა თითქმის იმავე პოზიციაზე, რომელზეც მისი უმცროსი ძმა.
ფილიპო სიმონეზე უფროსი კი იყო, მაგრამ თავის დანარჩენ 12 დედმამიშვილს ჩამოუვარდებოდა ასაკით.
მარტო ასაკითაც არა, არც დიდი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა და შესაბამისად სირბილისას მალე იღლებოდა ხოლმე. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც განაპირობა თამაშის მისეული სტილი.
ფილიპო ფორვარდი იყო, თამაშობდა მეტოქის მეკარის სიახლოვეს და არც ისე იშვიათად ხვდებოდა ოფსაიდში.
მსაჯებმა იცოდნენ ფილიპოს სტილი - ხშირად რომ თამაშობდა ოფსაიდის ზღვარზე და თავის დაზღვევის მიზნით ზოგჯერ თამაშის წესების დაცვით მოთამაშე ფორვარდსაც ოფსაიდს უფიქსირებდნენ.
ამდენ წერაში კი დამავიწყდა ეს რაზე მოვაყოლე
კაი, თქვენ ჭკვიანად იყავით და ერთმანეთის ნერვების მოშლას დაანებეთ თავი, ათასი სხვა გასართობია

დედმამიშვილი თუ დეფისით იწერება, მითხარით
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე