
გადასარევი პირდაპირ! რა იყო ამაში საწყენი და გასაბრაზებელი, ძაღლი ბიძია, ისედაც ძაღლობა არ გქვიათ?! თუ მართლა დაიჭირეს, ძაან ტეხავს, რადგან
გამოდის ახალგაზრდას არ აქვს სივრცე თავისუფლად გამოხატვის, შარჟების, პროტესტის და ა.შ. კლიპი დამეზარა და რომელ წუთებზე ყავთ ცუგა ბიძია
გამობმული აშეინიკით დაწერეთ, რა. პოლიციელი რომელიღაც მულტფილმის პერსონაჟივით წარმომიდგენია და უნდა შევამოწმო, სწორად წარმომიდგენია თუ არა.
მაგათ სჯობიათ განათლების და კომპეტენციის დონე აუმაღლონ მაგ ორგანოს, ძირეულად შეცვალონ და ამათ კიდევ შეეშვან, გაიცინონ იუმორზე, თუ აქვთ საკმარისი მონაცემები.
შემთხვევით მანახეს იანგ მაიკის და ენემის ბრძოლა. შემდეგ პელეს და ქურუმის ჩანაწერიც ვნახე. ზოგიერთს გადავურბინე, 2-3 წთ,
რადგან ცოტა უხერხული საყურებელია ასეთ ბოროტ და მკვლელ რამეებს რომ ეუბნებიან ერთმანეთს და მეცოდებოდა ხან ერთი, ხან - მეორე.
აი, ენემი შემეცოდა ძალიან. კიდევ ქურუმი, იმიტომ რომ მგრძნობიარე ბიჭი ჩანს და თვითონაც თქვა, არაა ჩემი სტილი ეს ვერბალური ცემა-ტყეპებიო.
წარმოდგენა არ მქონდა ეს ადამიანები თუ არსებობდნენ, მართალია ვერ არიან ძალიან ძლიერები, უნიკალურები და ნაწილობრივ ბაძავენ უკვე შექმნილ სტილს,
მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ახალგაზრობა აზროვნებს და წერს, უბრანული კულტურასავითაა და ეს მომწონს. მე ვინც ვნახე მათში იანგ მაიკს აქვს თავისი სტილი.
ნიჭიერია და იუმორი აქვს ძაან კარგი. ტვინმოპირკეთებულ და საფუძვლიანად დავარცხნილ-დაშტამპულ ახალგაზრდობაზე მეტი შანსი აქვთ გახდნენ თვითმყოფადი
ინდივიდები და ბევრად სასარგებლოდ იცხოვრონ, ვიდრე ის დაწკეპილტვინები, არასდროს რომ არაფერი ეშველებათ ანუ ჩვენ არ გვეშველება, როგორც ქყვეყანას.
ჯერონიმო არც მეგონა ცოცხალი თუ იყო და ჟიურიში რომ დავინახე, გამიკვირდა. დეისაძე კი, სასაცილოდ იყო აცდენილი საერთო ფონს, მაგრამ საყვარლად.

აუ, თურმე ძაან მევასება ჯერონიმო, დადებითი, ეგრევე აღქმადი და კარგად შეკურლია. სიმაღლეში ისედაც დაბალი იქნება ჩემზე და ქუსლიანებს რომ ჩავიცმევ
სულ თავზე არ დავხედააავ?! რაც სექსუალური, ინტრიგული და სასიამოვნოა. ამით თითქოს ცხადდება, რომ თქვენში ტყის მეფე ხარ შენ და
შენზეა დამოკიდებული რამდენად მაღალი მეფე იქნები ანუ რამდენ სანტიმეტრიან შპილკებს ჩაიცმევ და გადმოხედავ ზემოდან.
მშვენიერი მელოდიები და ტექსტებია, საცეკვაოდაც სასიამოვნო. (აი, რატომ გავგიჟდე პოლონურ "grammatik"-ზე ან უკრაინულ "Бумбокс"-ზე,
როდესაც ეგერ მშვენიერი ქართული პროდუქტი მაქვს და ჯერ ჩემს მოვუსმინო ხო? თუმცა, არ ვიცი მომწონს თუ არა, პირველად ვუსმენ ახლა და ამ წუთას კი მომწონს.)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თურმე, მომნატრებია პოსტების მოქსოვა, გავერთე, ვიცინე და ვიხალისე, მადლობა ჩემო თავო. :*
კიდევ დამრჩა დასაწერი როგორ უნდა დაიმორჩილო და დააჰიპნოზო გალიიდან გაქცეულ მაკაკაზე გიჟი და საშიში ბავშვი "ეი-ეი-ეი-ეი, შევქმნათ ხმაურიი...! ბრრ-ბრრ-ბრრ" ფლეშმობით,
მაგრამ გული მიგრძნობს, რომ მოკლედ ვერ დავწერ და გრძლად რომ ვწერ, არ მომწონს. ბევრ სიტყვას ვხარჯავ და მერე დაღლილი ვარ ხოლმე.
რა იე-იე-იე-იეეე ბრრ-ბრრრ, რა იე-იე-იეეე ბრრ-ბრრრ, წამყვანო? დავაი, ნათია იღლიაში ამოიდე და აიპინე, სჯობია.
პ.ს. ოღონდ მასტერასნაირი პიჟონები და კაცუნები არ გამაგონოთ, დასანახად ვერ ვიტან მაგას და მაგის სიმღერებს.ძაან წყალგარეულია ტიპი.
მდარე, უხარისხო და ფშუტე თავთავი. ვერ ვხვდები რატომაა პოპულრური და რატომ წარმოადგენს რამეს გარდა განკაცებული სიპიჟონისა.
This post has been edited by Estrella on 9 Jun 2017, 09:09