წესები ასეთია: ორი ადამიანი გამოთქვამს შერკინების სურვილს, გარნისონი დათქვამს თარიღს და დაინიშნება ბატლი.
თარიღი შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რამდენი მსურველია და შერკინების რა ეტაპზე (ეტაპების შესახებ იხ. ქვემოთ).
თუ კონკრეტულად ერთმანეთთან დატაკების მსურველი წყვილი არ მოიძებნა, მოხალისეებს გარნისონი დააწყვილებს და მათი თანხმობის შემთხვევაში თარიღიც დაინიშნება.
მხარეები წინასწარ თანხმდებიან (საჯაროდ, ყველას დასანახად), რა თემა უნდა იყოს ტაბუდადებული მათი შერკინების დროს. ზოგიერთებს შეიძლება დედის შუტკა ჰქონდეთ ერთმანეთში გახსნილი, ზოგი კიდევ "ტრაკის" დაძახებაზე კაცს კლავდეს, ამიტომ ინდივიდუალურად გადაწყდება ეს საკითხი.
გამარჯვებულს გამოავლენს სამკაციანი ჟიური. წევრებს ყოველ ჯერზე ირჩევს თემის ავტორი (გარნისონი), თუმცა მხარეებს შეუძლიათ რომელიმე წევრს აცილება მისცენ. რა თქმა უნდა მოცემულ ბატლში მონაწილე ვერ იქნება ჟიურის წევრი.
ჟიური ირჩევს მელოდიას, რომელზეც უნდა წაიკითხონ რეჩიტატივი და წინასწარ აცნობებს მხარეებს. მონაწილის თითოეული გამოსვლა დროში არაა რეგლამენტირებული.
ბატლი ტარდება რაუნდებად ორ გამარჯვებამდე, ე. ი. გამარჯვებული გამოვლინდება ორი ან სამი რაუნდის ჩატარების შემდეგ. რაუნდებს შორის დღეებში შესაძლებელია სხვა მონაწილეები შეერკინონ ერთნამეთს.
შემდეგ გამარჯვებულები შეებმებიან ერთმანეთს ჩემპიონის გამოვლენამდე. შესაძლოა ახლად გამოჩეკილი მოხალისეების ჩართვაც ტურნირში. პირველ ეტაპზე ბატლებს შეიძლება არ ჰქონდეთ ტურნირის სახე (წევრების სიმცირისა თუ სხვა მიზეზების გამო). მოკლედ, სატურნირო სქემა შედგება მონაწილეების რაოდენობის, მათი გამოთქმული სურვილების და თემის მესვეურების ხოშის მიხედვით

თავიდან დაიდება ბატლის თარიღის გამოცხადების შემდეგ გამზადებული ვერსები, თუმცა მოპასუხის პოსტის დადებიდან ათი წუთის განმავლობაში მეორე მხარეს შეუძლია ექსპრომტად კიდევ დაამატოს რამე, ასევე მეორე მხარეს და ა. შ., სანამ არ ამოეწურებათ მარაგი. ეს ერთ რაუნდში ითვლება. შემდეგი რაუნდის თარიღს ისევ გარნისონი ნიშნავს.