მე ვკითხულობ მანგასაც და ანიმესაც ვუყურებ.
და მაგრად ###ზე მკიდია ეს ნაროდი და მათი დვიჟენიები

როგორც იტყვიან, დაყლევებული ყველგან მოიძებნებაო...
თუმცა მთლად მასეც არაა. უმრავლესობა ანიმეები რაც ბოლო ხანებში იქმნება გათვლილია თინეიჯერებზე ოღონდ აცუნდრუკებულ თინეიჯერებზე. დიდი ძუძუებე, დიდი თვალებე, დიდი კემელთო და ა.შ. და როცა თინეიჯერებზე გათვლილ პროდუქტს იღებს შუახნის მამაკაცები უკვე ვიღებთ ამ სურათს. პედოფილების კრებაა სუფთა.
რეალურად იყიდება ასეთ ### ბავშვებზე და ესენიც ქმნიან და ქმნიან, ჰენტაიებს დ წასაკითხ ეროტიკას და ასეთებსაც ქმნიან.
არც თუ ისე ძველია ანიმესა და მანგას კულტურა. ალბათ უბრალოდ ცუდი პერიოდია და ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი.
რეალურად მანგას მუღამს მაშინ დაუჭერ, თუ ცოტაოდენ გიტაცებს სახვითი ხელოვნება, რა თქმა უნდა ყოველ კვირას რომ გამოდის იმ მანგებზე არ მაქვს საუბარი. აი თვეში ერთხელ რომ გამოდის ერთი თავი და უდიდესი შრომა რომაა ჩადებული, ისეთ პუბლიკაციებზე ვიძახი.
თუ მუღამი გინდა რომ დაუჭირო რეალურ მანგას და ნამდვილად საინტერესო და "ნორმალური" მანგა გინდა წაიკითხო, შეგიძლია ცადო berserk ან vagabond. პირველი ფენტეზის სტილია და მეორე რეალურ პიროვნებაზე, ლეგენდარულ მიამოტო მუსაშის ცხოვრებაზეა დაფუძნებული. ჩემი ფავორიტი მაინც ვაგაბონდია. საოცარი ხარისხის მანგაა და შესანიშნავი ბრძოლის სცენები, ტაქტიკურად გათვლილი. ბერსერკი კიდევ საერთოდ სხვა ცხოველია. უბრალოდ უნდა ნახო, რომ აღიქვა. ალბათ საუკეთესო მანგაა ყველა დროის. უბრალოდ ძალიან შრომატევადი საქმეა ხარისხიანი მანგის წარმოება და მგონი ისე მოკვდება ავტორი ვერც დაამთავრებს ნაწარმოებს

და ზოგადად რახან მანგის კითხვა ცოტა მოსაბეზრებელი შეიძლება იწყოს თავიდან, შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი ანიმეებით, სადაც არ შეხვდებით ბავშვურ სირობებს. მაგალითად, cowboy bebop, samurai champloo, darker than black, wolfs rain, ergo proxy (უთესლესია, მაგრამ ცოტა გადახვევები აქვს ხოლმე კომიკური და არაფერი სართო რომ არა აქვს მოქმედებასთან). death note მაინც გექნებათ გაგონილი. ცოტას რომ დაამუღამებთ hunter x hunter-საც შეგიძლიათ უყუროთ. ეს შონენია, ანუ მსგავსი ნარუტოსი, მაგრამ 1000 თავით უკეთესია, შონენის მამისგანაა ბოლოსდაბოლოს

ასე რომ, ნუ დაიკლებთ ამ სიამოვნებას. დროის გასაყვანადაც კარგია და დასაფიქრებელიცაა. ზემოთ ვიდეოებში ნაჩვენები ტიპების მომავალი არ გელით ნამდვილად თუ ისედაც გადახრები არ გაქვთ