წეღან არა და სადღაც რვის ნახევარზე გურიაში მოვდივარ ერთი ქ-დან მეორე ქ-ში (ამას ადვილად მიხვდებით, სხვა ქ-ზე დაწყებული ქალაქები მგონი არც გვაქვს მაგ ორის გარდა) მიმავალი.
ბედის უკუღმართობით ჩემი მხარე ფანჯრის მინა ბოლომდე მქონდა იმ დროს ჩაწეული და უცებ, სწორედ რომ უცებ მარცხენა წარბში რაღაც მომხვდა, ელვის უსწრაფესად შევაბრუნე თავი მარჯვნივ, რომ დარტყმის ძალა შემემცირებინა (ნიუტონის კანონებიდან გამოდის), ის კი აღარ გამხსენებია, რომ კვირა დილიდან კისრის და მარჯვენა მხრის მოძრაობა აუტანელ ტკივილს მაყენებდა და მხოლოდ დღეს დილიდანღა ვფიქრობდი, რომ მგონი ტკივილმა გამიარა. ხოდა ამ კისრის მკვეთრ მოძრაობაზე ისევ გავმწარდი და ეგ იყო.
იმ შემოვარდნილ რაღაცას დიდი არაფერი ტკივილი მოუყენებია ჩემი ოსტატობის წყალობით, მხოლოდ გამკრა წარბზე და თანამგზავრის ფანჯრის მინას მიენარცხა შიგნიდან.
ქლიავის კურკა აღმოჩნდა
არ ვიცი იმ დროს გვერდით ჩაქროლილი მანქანიდან გადმოაგდეს, სპეციალურად მესროლეს იმავე მანქანიდან თუ ვინმემ მესროლა გზისპირიდან.
თავიდან ბორბლიდან ასხლეტილი კენჭი მეგონა, მაგრამ ცინცხალი კურკა რომ აღმოჩნდა, ბორბლიდან ასხლეტის ვერსია გამოვრიცხე, თან იქ ვიწრო გზა იყო და შემხვედრი მანქანა მასეთი ტრაექტორიით ბორბალიდან კურკას ვერ აისხლეტდა.
აეგ არი რა ©
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე