Nimrodelნონეფრინინი თუ ნორეპინფრინი? ნორეპინეფრინი იგივე ნორადრენალინია და არა ადრენალინი, ადრენალინი და ნორადრენალინი განსხვავდება. ადრენალინი წარმოიქმნება ნორადრენალინის ხარჯზე თირკმელზედა ჯირჯვლის ტვინოვან ნივთიერებაში, რომელსაც უფრო მეტი დონის ეფექტი აქვს, ანუ სპეციფიკური არ არის რეცეპტორების მიმართ და ყველა ადრენერგულ რეცეპტორებზე მოქმედებს, ხოლო ნორადრენალინი ნეირონებში სინთეზირდება და ძირითადად ალფა რეცეპტორებზე მოქმედებს.
ისე ქიმიური აგებულებით კატექოლამინებია ნორადრენალინიც, ადრენალინიც და დოფამინიც, ანუ ამინომჟავების წარმოებულია, მათი დეკარბოქსილირებით მიიღება (როცა CO2-ის სახით გამოიყოფა კარბოქსილის ჯგუფი). ამინომჟავა თიროზინია წყარო.
მართალია ეგ, სეროტონინის უკუშთანთქმას ინჰიბირებს და ვინაიდან სეროტონინის მცირე დონე შეინიშნება, შესაბამისად დადებთად მოქმედებს. ზოგადად უკუშთანთქმა ნეიროტრანსმიტერის გაუვნებელყოფის ერთ–ერთი მექანიზმია, ისე სხვებიც არსებობს, ამით ნეირონები უზრუნველყოფს ნეიროტრანსმიტერების ჭარბი/არასწორი გამოყენებისგან თავდაცვას.
თუმცა, ეს არ არის ყველაფერი, დოფამინის დონეც მნიშვნელოვანია ოკდ-ს შემთხვევაში, აღინიშნება დოფამინის დონის მკვეთრი შემცირება და მოგეხსენებათ დოფამინი "დამჯილდოვებელი" ნეირომოდულატორია და პოზიტიურ შეგრძნებას ინდუცირებს, ე.წ "რიტუალის" შესრულების შემდეგ მისი დონე იზრდება. ეს მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზია კომპულსური ხასიათის ჩამოყალიბებისა.
ძირითადად სამი უბანი განირჩევა ტვინში, რომელიც ზედმეტად სტიმულირებულია ოკდ-ს შემთხვევაში, შავი სუბსტანცია, ბაზალური განგლია და კუდიანი და ჩენჩო (ბირთვებია). ამიტომ, აუცილებელია დოფამინის რეცეპტორების მაინჰიბირებელი პრეპარატების მიღებაც, რადგან აკვიატებული ციკლი დაირღვეს.

ოკდ-მ კინაღამ დამინგრია მთლიანი კარიერა და ყველაფერი, სანამ საკუთარ თავს მეტნაკლებად თვითონ არ ვუშველე, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე, მართალია აკვიატებული აზრები არ გასულა, თუმცა კომპულსური რიტუალები ავტომატურად დაწყების შემდეგ ერთ ან ორ წამში ქრება, როცა ვაცნობიერებ მდგომარეობას,
This post has been edited by პოლიმათი on 21 Jul 2017, 19:27