ჩარლზ სამოელსი: თქვენ მუშაობდით როგორც ფერად, ისე შავ-თეთრ ფილმებზე. რომელი გირჩევნიათ?
დე სიკა: შავ-თეთრი, რადგან რეალობა შავ-თეთრ ფერებშია.
ჩარლზ სამოელსი: ეგ როგორ?
დე სიკა: ფერი ყურადღებას ფანტავს. როდესაც ფერად ფილმში თქვენ ხედავთ ლამაზ პეიზაჟს, გავიწყდებათ ამბავი. ფერებს ამერიკელები იყენებენ მიუზიკლებში. ყველა ჩემი საუკეთესო ფილმი შავ-თეთრია.