ზარმაცი ხასიათიდან გამომდინარე, ჩემი შრომით გამილიარდელება მეზარება (არადა საჭიროა მილიარდები ოჯახში, უნდა გეგდოს კაცს) და მგონი დავთანხმდებოდი, ოღონდ შემომთავაზებლის მეტს თუ არავის ეცოდინებოდა - არ მინდა რომელიმე ახლობელს ჩემი დარჩენილი დღეები ეთვალა და დამწუხრებულიყო

ისე, თემატურად ერთი ძველი ანეგდოტიც გამახსენდა, ახალგაზრდებმა შეიძლება არც იცოდეთ და მოგიყვებით:
ერთი ამერიკელი მილიონერია ჩასული კახეთში, ჯეკ დილინჯერი
გაგანია რთველია იმ დროს
ნახა ჯეკმა რომ ყველა ადგილობრივი თავდაუზოგავად შრომობს, მხოლოდ მიხოა ჩრდილში მხართეძოზე წამოგორებული არხეინად.
მიგზავნის თარჯიმანს, 100$-ს გაძლევ და ადე, შენც იმუშავეო.
მიხო თავსაც არ ასწევს.
ჯეკი ხელახლა გაუგზავნის - 1000$-ს გაძლევ და იმუშავეო.
მიხო კიდე არ გააბარტყუნებს ყურს.
აზარტში შესული ჯეკი ახლა 10000$-ს შესთავაზებს და მიხო მაინც არ დათანხმდება.
-მილიონს მოგცემ და ადექი, იმუშავეო - ჯეკმა
მიხო ისევ არ უპასუხებს
მეზობელი ეტყვის: ჯო, მიხავ! დაეთანხმე, მილიონს გაძლევს, მერე ხო ყველაფერი ფეხებზე გეკიდებაო
მიხომ გამოხედა მეზობელს და მშვიდად მიუგო: რა, ეხლა არა მკიდიაო?
P.S. ჯეკ დილინჯერი იყო თუ ჯოზეფ სმიტი, მაგას ანეგდოტი არ გვაუწყებს, მე ჩავამატე, რომ წარა-მარა "ამ ამერიკელმა" არ მეძახა
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე