1. ჯგუფური არცაა საჩემო. ^^
კი არა და, ლოგიკურად ვერაფერთან დავაკავშირე. ანუ რასთან დაკავშირებით თქვი ეს.
2. ა) ახლანდელი უსათაურო შეიძლება ითქვას, რომ უფრო მკიდია, ვიდრე არმკიდია. ამაში მართალი ხარ. ალბათ უმეტესობა ასეა უკვე. სამწუხაროდ.
ბ) სულ საყვარელი და პოზიტიური პოსტები რომ მქონდეს, მაშინ კიდევ მესმის, არ დაიჯერო და დედა ტერეზას როლის მორგება დამწამო.
მაგრამ რა იმიჯზეა ლაპარაკი, როცა 'ბრაზიან' და გამაკრიტიკებელ პოსტებსაც არ ვერიდები? ზოგიერთს ისე ვაღიზიანებ, რომ როგორც კი მცირე მიზეზი
მიეცა, მაშინვე ამიკაპასდა და როგორც იქნა, გამოავლინა თავისი დამოკიდებულება. ერთმა დაჟე გადაწყვიტა, რომ აღარასოდეს დამელაპარაკოს.

მგონი ჩემს პოსტებსაც აღარ კითხულობს.

და თუ მაინც კითხულობს, რამდენიმე დღის წინანდელ პოსტზე ბოდიშს ვუხდი. იმ მომენტში სატანამ გადაწონა ანგელოზი და არასაჭირო ღვარძლიანი სიმართლე მათქმევინა.
იმიჯიო.
ზოგჯერ ჩემდა უნებურად დედა ტერეზა ვარ, ზოგჯერ კი პროტესტიანი, ბრაზიანი და გაღიზიანებული.
და არცერთ მხარეს არ ვმალავ აქ.
https://jstsali.sarahah.com