იქნებ ზოგს არ უნდა აქ საჯაროდ გამოჭენება. იქნებ არ უნდათ, ვინმე ნაცნობმა ამოიცნოს ხელწერის მიხედვით.
მე პატივს ვცემ სხვის სურვილს. ამიტომ დასქრინვის გარეშე ვუპასუხებ რამდენიმეს.
1. ჰივენ - არა, აზრადაც არ მომსვლია, შენზე მსგავსი რამ მეფიქრა. არც მე ვსხლავ ინგლისურს. :დ
2. დეპრესია და ის მეორე - როგორც ჩანს, ადრინდელ ართლესს "იცნობდი". ახლა ნამდვილად აღარ ვარ ასეთი. და მეორეს რაც შეეხება, ... შეძლებისდაგვარად ვაქცევ ყურადღებას. და არაუშავს, ზოგისთვის საკმარისი თუ არაა.
მადლობა აზრისა და შენიშვნის ადეკვატურად გამოხატვისთვის.
3. ვერასოდეს გახდები უსათაუროელი და სხვა განყი მოძებნეო - კლასიკური გაგების უსათაუროელობაზე არც მაქვს პრეტენზია. მაგრამ მე აქ მინდა ყოფნა.
ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ არსად გადასვლას. სორრი. ^^
4. განათებაზე :დ - აბა, რა გითხრა? სურვილი კი მაქვს. (სწორად თუ გავიგე).
5. კვერცხზე - მცდარი ინფორმაცია გქონია. მისი შეწვაც ვიცი და სხვა რამესაც ვამზადებ, საჭირო თუა. სხვა საქმეა, კულინარიისადმი არანაირი გატაცება რომ არ მაქვს.
6. ჭიის გახარება - გახარების რა მოგახსენო, მაგრამ სადმე თუ დავინახავ, შევეცდები, არ მოვკლა. მათაც აქვთ სიცოცხლის უფლება. ^_^
7. საღამო მშვიდობის. მე კიდევ სასიამოვნო საღამოს გისურვებ. : )
*
https://jstsali.sarahah.com