brevаloკარგი, ჩავასწორებ - "განეიტრალება".
ხოდა გააგრძელე განვითარება რომ მათზე უკეთესი გახდე.

რაც შეეხება ვიდეოს:
1) ჰიტლერი "მაინ კამპში" საუბრობს და გმობს ხალხის მკვლელობას

2) რადგან ლენინი და ტროცკი ებრაელები იყვნენ არ ნიშნავს რომ ყველა ებრაელს იგივე მიზანი აქვს.
3) ჰიტლერს აქვს ერთადერთი ფაქტი - რამდენიმე ებრაელი მონაწილეობდა რუსეთის რევოლუციაში, რომელსაც 30 მილიონი ადამიანი შეეწირა და მორჩა. დანარჩენი მხოლოდ ჰარზე საუბრობს იმაზე თუ, როგორ აპირებენ ებრაელები მსოფლიოს დაპყრობას.
4) ჰიტლერის "ნაციზმი" ისევე სასტიკი, ნაკლოვანი და გაუმართლებელი იყო, როგორიც ლენინის "კომუნიზმი".
5) ვიდეოში მოსაუბრე მხოლოდ ებრაელების შეცდომებსა და ცუდ ქმედებებს აღწერს, ამის დამადასტურებელ ფაქტად კი "მაინ კამპფია" მოყვანილი, რაც ცოტა უცნაურია. დავუშვათ რომ ეს ყველაფერი მართლაც გააკეთეს ებრაელებმა, მააგრამ მოსაუბრე მხოლოდ ამ კონკრეტული ეროვნების ნაკლოვანებებზე საუბრობს, რაც თავისთავად გარწმუნებს რომ ებრაელები სასტიკები არიან. კონტრმაგალითები რომ მოეყვანა სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ უსასტიკეს ქმედებებზე, წარმოდგენაც და პირველადი შეხედულებაც მაშინვე შეიცვლებოდა.
6) ვიდეოში აშკარად ნათქვამია რომ ებრალების დახოცვის მთავარი მიზეზი მემარცხენეობა, მარქსიზმი და კომუნიზმი იყო. გამოდის ჰიტლერი ძირითადად იდეოლოგიური ნიშნით ხოცავდა და თან ამართლებდა ამ ყველაფერს.
7) ჰიტლერის მხრიდან ცოტა უცნაურია ის, რომ ებრაელების მიერ მსოფლიოს დაპყრობის სურვილს გმობს, რადგან თავადაც იგივე სურვილები ამოძრავებდა (შეესაბამება თუ არა ეს "სურვილი" სიმართლეს ცალკე საკითხია).
This post has been edited by Girolamo. on 18 Aug 2017, 20:29