თუ დაუკვირდებით პატარა ბავშვებს ყველაზე საინტერესო კითხვები ებადებათ, ვიდრე დიდებს. მაგალითად,
1. ადამიანი როგორ შეიქმნა?
2. ფრინველი რატომ დაფრინავს? (და შტერი მშობელი უხსნის ეუბნება: იმიტომ რომ ფრთები აქვს

)
3. რა არის სიკვდილი?
4. სამოთხე არსებობს? ჯოჯოხეთი?
5. მზე ჩავიდა..."რატომ ჩავიდა?" "სად ჩავიდა?"
6. თუ ჩვენ პლანეტაზე სიცოცხლე სხვა პლანეტაზეც არის სიცოცხლე?
ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვების არასრული, რომლებიც ბავშვებს ებადებათ. მერე ადამიანები რომ იზრდებიან, ეს კითხვები სადღაც უკანა მეხსიერებაში იბინდება და წინა პლანზე სავსებით იდიოტური, საყოფაცხოვრებო კითხვები იჩენს თავს. მაგალითად:
1. იიიიიი მაიონეზი რომ შემოვიტანო სახელმწიფო რამდენ პროცენტს წამართმევს?
2. იიიიიიი წავკისში მიწა რა 1 კვარდრატული რა ღირს?
3. იიიიიი რომელი იძლევა ყველაზე დაბალ პროცენტში სესხს?
4. იიიიიიიი ბეემვე M5 სუბარუ ფორესტერს და დაუდგება სიმონ?

რუბრიკიდან "ინტელექტუალური უსათაურო" რატომღაც დავივიწყეთ. დღეს განვაახლოთ და მთავარ კითხვას ვუპასუხოთ?
This post has been edited by brevalo on 1 Sep 2017, 18:11