იმიტო, რო საშUალო ადამიანის ინტელექტი (ქართველების 80%) კოელიოს უფრო ქაჩავს,
ვიდრე ჯავახიშვილს და ქარჩხაძეს.
ქარჩხაძის რაც უნდა დავასებოდათ,
ის დაევასათ -
იგი.
მაგრამ იმ ადამიანების 80%, ვისაც იგი დაევასა,
ვერ გაიგებს ქარავანს.
რატომ ველით, რომ ყველა დაამუღამებს ვაჟას ფილოსოფიას ?
ალბათ ამჩნევთ, რომ უცხოელებიდანაც ისეთი მწერლები ევასება ყველას,
ვინც მარტივი აღსაქმელია, 'საკაიფოა' და ა.შ.
ლიტერატურაც, როგორც სხვა ყველა ხელოვნების დარგი,
იყოფა დონეებათ და სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებამდე მიდის.
მგონი მაგას თვითონ მწერალიც ხვდება, როცა წერას იწყებს.
უცხოელები უფრო იმიტო არიან პოპულარულები, რომ პატარა ქვეყანა ვართ.
80 მილიონიანი რო ვიყოთ, უფრო ბევრი 'იგისნაირი' მოთხრობა გვექნებოდა და ბევრი კოელიოს ნაირი მწერალი.
აქ უბრალოდ ფიზიკურად არ გვყავს ბევრი ეგეთი,
თან პალიტრა და მსგავსი გამომცემლობები უფრო მსოფლიო კლასიკის გამოცემებზე არიან ორიენტირებული.
რაც შეეხება ინგლისურად წერას,
ხშირად მოხერხებულიცაა:
მე ივენთის თქმა მირჩევნია ღონისძიების თქმას.
ზოგ სიტყვას ვერ გადმოსცემს ენა ისე, როგორც უნდა გადმოსცეს და ამაში საწყენი არაფერია.
არსებობს ენა რომელიც არ განიცდის სხვა ენის გავლენას?
ამაზე ალბათ ვინმე უფრო კომპეტენტური დაწერთ...
კიდევ ერთი მიზეზი ისაა,
რომ ბევრს არასრულფასოვნებაზე ფიქრები ტანჯავს,
და ასეთი სიტყვების გამოყენება უფრო მეტ კათარზისს აგრძნობინებს იმ საზოგადოებასთან რომელიც მისთვის ავტორიტეტულია.
ეს კი იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ინგლისურის ცოდნას დიდი ფასი მიენიჭა და ასოცირდებოდა კარიერულ წელშიგამართულობასთან.
კარიერა კი ის სუსტი წერტილია, რომელიც ყველა ახალგაზრდას ტანჯავს მშობლების გამოისობით:
უნდა ისწავლო, უნდა იყო წარმატებული, უნდა წახვიდე უცხოეთში, უნდა იშოვო ფული და გქონდეს კარგი სამსახური.
ინგლისური კი ალბათ ქვეცნობიერად და ასოციაციურად ჩაჯდა გამოყენებაში ასეთი მასიური ფსიქიკის ფონზე.
მე მაგალითად ყველა ისე მიცნობს, როგორც ტიპი, რომელიც ხშირად იყენებს ინგლისურ სიტყვებს ან საერთოდ წინადადებებსაც კი:
ადრე მაკომპლექსებდა, მაგრამ რაც ვიზრდები უფრო და უფრო ვიკიდებ.
ჩემთვის კომფორტულია ინგლისური, იმიტო რო ყველაფერს ინგლისურად ვუყურებ, წიგნები ვცდილობ ინგლისურად წავიკითხო და ბუნებრივიცაა რო გადართული ვარ. კომპთან მეტ დროს ვატარებ ვიდრე გარეთ, ამიტომ ინგლისურთან მეტი შეხება მაქვს და შესაბამისად ეგ ჩემს შემოქმედებაზეც ისახება და ყოველდღიურობაზეც.
ჩამოვაყალიბე?
Nobody exists on purpose, nobody belongs anywhere, everybody's going to die, come watch TV?