თითქმის ის თქვა, რაც უნდა ვთქვა ახლა:
რაღაცა კაი თემა რო გაქაჩავს, ყველა მაშინ გამოჩნდება უცებ
"ვახ, რა კაია უსათაურო", "თქვენ ხო ხალხი არ ხართ", "არა, ისევ ცოცხლობს, არ მომკვდარა" და ლოლების კორიანტელი
და მერე ჩაყუჩდება და წავა ეს დაუსრულებელი მოთქმა და ვაება
ჩაყლევებაზე და ძველი დროის დიდებაზე

მინიმალური მოთხოვნა უსათაუროში არის დაპოსტვა
არ დაპოსტავ - არ იქნება პოსტები
არ იქნება პოსტები - არ იქნება თემები
არ იქნება თემები - არ იქნება კარგი თემები
და არ პოსტავს ხალხი. აღარ უნდა პოსტვა.
ან თუ პოსტავს, დაფიქრება აღარ უნდა.
კარგი პოსტები არის ნაფიქრი პოსტები.
ლოლების და ჩაყლევდას დაწერას არანაირი დაფიქრება არ სჭირდება
პირდაპირ შორთქათია უკვე გაკეთებული, რო შემოდიხარ უსათაუროში
და რო დააჭერ, ეგრევე "ჩაყლევდა" თემა იხსნება

ყველა მართლაც ღირსშესანიშნავი თემა და ღირსშესანიშნავი პოსტი არის ნაფიქრი
იმის დაპოსტვაში ადამიანებმა დრო დახარჯეს, ენერგია დახარჯეს, 1 საათი ისხდნენ, 2 საათი ისხდნენ და ეკრანს უყურებდნენ და წერდნენ
მანუელომ რომ მთელი დადგმა გაჩითა ჰენრის თემაში, იჯდა, წერდა და ფიქრობდა
შარლატანი და სქული რო გიფებს აკეთებდნენ, ისხდნენ და თითქმის კადრ-კადრ აწყობდნენ იმ გიფს, რასაც 5 წუთში ვერ გააკეთებ
ყველა, ვინც კვიცის, ბოტასების და სხვა ასეთ თემებში სასაცილო რამე გაჩითა, ჩართო ფოტოშოპი, ჩართო ტვინი და დრო დაახარჯა
და სხვანი და სხვანი, მართლაც ძალიან კარგი პოსტების ავტორები
ათასჯერ შეასწორეს, გადახედეს და ა.შ.
და დაპოსტეს, რაც მთავარია
რაც უნდა მაგარი იუმორი, მახვილი გონება და სასწაული წერის ნიჭი გქონდეს ან სხვა ნებისმიერი ნიჭი,
თუ არ დაპოსტე, აქ ისინი არა ვართ რააა, რო ისა
ჩაყლევებებზე თემების გახსნით და "ჯანსაღი კრიტიკით" თუ ვინმეს გონია, რომ სტიმულს აძლევს ვინმეს და მოტივაციას..

და ეს პოზიცია ძალიან ისე ჩანს გარედან
"გამართეთ"

კიდე დავწერდი, მარა მეზარება,
წავალ ისევ ჩავიხოცები რომელიმე თემაში