nimrodel
Disguised

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3602
წევრი No.: 172663
რეგისტრ.: 2-September 13
|
#51662124 · 13 Nov 2017, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა განგანათლოთ მერე რო არ გამომიხტეს ვიღაც და ნერვბი არ დამაწყვიტოს
მე დავწერე ეს.
pure-o ობსესურ-კომპულსური აშლილობა (pure-o ocd) არის ობსესურ-კომპულსური აშლილობების ერთ-ერთი ფორმა, ეს უკანასკნელი ოსიდის ყველაზე რთული და მტანჯველი ფორმაა. როგორც სახელი გვეუბნება, ამ ტიპის ოსიდი არის მხოლოდ ობსესიონალური და მას არ ახლავს კომპულსიები. თუმცა, ირონია ისაა, რომ ოსიდის ამ ფორმას მხოლოდ ობსესიონალური უბრალოდ მეტაფორულად ჰქვია, რადგან რეალურად ეს უკანასკნელი იმაზე გაცილებით მეტ და გაცილებით მტანჯველ კომპულსიებს მოიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი, სხვა ტიპის ოსიდი. შესაბამისად, ამ ტიპის ოსიდის მართვა გაცილებით რთულია.
pure-o ოსიდის ჩვეულებრივი ოსიდისგან ის განასხვავებს, რომ იგი მენტალურ კომპულსიებს მოიცავს და არა მოქმედებითს/ფიზიკურს, როგორიც რაღაც უცნაური რიტუალის ჩატარებაა, მაგალითად, კედელზე თითის დადება (პაციენტი ფიქრობს, რომ თუ ამას არ გააკეთებს რაღაც ცუდი დაემართება, მაგალითად, მოკვდება).
მენტალური კომპულსიები გულისხმობს სპეციალურ ფიქრებს, როგორიცაა: ტვინში იმის შემოწმება, რომ ყველაფერი კარგადაა, ერთი ფიქრის/არგუმენტის უამრავჯერ გამეორება დარწმუნების მოსაპოვებლად (ვინაიდან ერთი საკმარისი ვერასდროს ვერ არის), ცუდი ფიქრების კარგი ფიქრებით ჩანაცვლების ხელოვნური მცდელობა, სრულყოფილებისკენ ლტოლვა, რაიმე ფიქრის კარგ რაღაცასთან დაკავშირება და ა.შ.
pure-o ოსიდის ყველაზე მტანჯველ და ძნელად სამართავ ფორმას ის ხდის, რომ ძალიან რთულია ERP თერაპიის ჩატარება, რომელიც ოსიდის მართვის ყველაზე ეფექტური და ზოგჯერ ერთადერთი მეთოდია. მოკლედ რომ ავხსნათ, ERP თერაპია გულისხმობს პაციენტის იძულებითი ფორმით ჩაგდებას იმ სიტუაციებში, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ (ოსიდის თავიდან ბოლომდე შიში მართავს და მისგანაა გამოწვეული), და მათთვის დაძალებას, გაჩერდნენ ამ სიტუაციაში და გაუმკლავდნენ მას იქამდე, სანამ ნელნელა უკეთ არ გახდებიან. ყველაზე მთავარი რამ, რის გამოც ოსიდი რჩება თქვენში და ვერასდროს ვერ იშორებთ, არის ის, რომ თქვენ აკეთებთ თავდაცვით მოქმედებებს ანუ კომპულსიებს (თავის არიდებას, თავის დაღწევას და შემოწმებას). ამ სამი რაღაცით თქვენ წამიერ შვებას იღებთ ობსესიებისგან, თუმცა ვერ ხვდებით, რომ რეალურად სწორედ ამ სამი რაღაცის გაკეთებით ოსიდის უფრო აძლიერებთ, მეტ ძალას აძლევთ და ხელახლა კვებავთ. თქვენ კომპულსიების გაკეთებით იჯერებთ, რომ ის, რისიც გეშინოდათ, იმიტომ არ მოხდა, რომ თქვენ კომპულსია გააკეთეთ 1) თავი აარიდეთ (თავი აარიდეთ სკოლაში წასვლას) 2) თავის დაღწევა (დაადეთ თითი კედელს, იმ იმედით, რომ თუ ამას იზავდით, შიში არ აგიცხადდებოდათ, მაგალითად, არ მოკვდებოდით) 3) შემოწმება (ათჯერ შემოწმების შემდეგ მეთერთმეტედ კიდევ შეამოწმეთ კარი ჩაკეტეთ თუ არა). და შესაბამისად, იჯერებთ, რომ ეს რაღაც მართლა საშიშია და უბრალოდ კომპულსიამ გიხსნათ. ამიტომ გიბრუნდებათ და არასდროს არ გიქრებათ ოსიდი.
ERP მოტივირებულია იმაზე, რომ პაციენტი განზრახ ჩააგდო მისთვის საშიშ სიტუაციაში და დააძალო არ გააკეთოს კომპულსია. ეს რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი და საზარელი რამ არის, რაც შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში განიცადოს, თუმცა ჯამში ეფექტი მიიღწევა. კომპულსიის არგაკეთებით პაციენტი სწავლობს, ხვდება და აცნობიერებს, რომ ის, რისიც ეშინია რომ მოხდება, რეალურად არ ხდება თუ ისინი კომპულსიას არ გააკეთებენ. მაგალითად, პაციენტს, რომელსაც იმის შიში აქვს და ჰგონია, რომ თუ წითელი ფერის რამეს შეეხება, მაშინ მას, მაგალითად, შვილი დაეღუპება, აძალებენ, რომ ადგეს და მისთვის ყველაზე საზარელი რამ გააკეთოს- ჩაიცვას ყველაფერი წითელი ფერის და შეუჩერებლად, განმეორებითად შეეხოს ამ ფერის ნივთებს დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს შეიძლება ადამიანს შიშის გამძაფრებით პანიკური შეტევაც კი დაემართოს, დროთა განმავლობაში მისი ცნობიერი მიხვდება იმას, რომ ამით მას არაფერი არ ემართება (შვილი არ ეღუპება), შესაბამისად რაც დრო გადის და რაც მეტჯერ აკეთებს არასასურველ რამეს, ნელნელა, დისკომფორტი და შიში უმცირდება და უქვეითდება და ბოლოს კი სრულად უქრება! ამ მექანიზმის უკეთ მისახვედრად ყველაზე მარტივად მისახვედრი ანალოგიაა შემდეგი მაგალითი: როდესაც ცივ წყალში ვხტებით, თავიდან ძალიან გვცივა და საშინელ დისკომფორტს განვიცდით, რაც წუთები გადის სიცივის შეგრძნება იკლებს, იკლებს, იკლებს, და მივდივართ იმ დონემდე, რომ ჩვენ მას საერთოდ ვეღარც ვგრძნობთ.
დავუბრუნდეთ pure o ოსიდის: ეს ყველაზე რთული ფორმა იმიტომ არის, რომ პაციენტს pure o-თი იმდენი, ერთმანეთზე შეუჩერებლად მიყოლებული, ქაოსური, არალოგიკური, უსასრულო, ათასნაირი ტიპისა და ხასიათის ფიქრი აწყდება და უტრიალებს ტვინში, რომ არათუ თვითონ, არამედ პროფესიონალ თერაპისტსაც კი უჭირს იმის გარჩევა, თუ რომელია ამ ფიქრებიდან ობსესიები, და რომელი - კომპულსიები. ხოლო, თუ არ ვიცით რა ტიპის კომპულსიები გვაქვს, როგორ ჩავიტარებთ ERP თერაპიას და როგორ ვეცდებით კომპულსიები არ გავაკეთოთ, იქამდე სანამ ობსესიები არ გაქრება? არსებობს გარკვეული მეთოდი მათ გასარჩევად: ობსესიები არის ფიქრები, რომლებიც ცუდად გაგრძნობინებს თავს კომპულსიები არის ფიქრები, რომელსაც ასრულებ, რათა კარგად იგრძნო თავი. მაგრამ 1) იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ვთქვი, ფიქრების რაოდენობა და ტიპი უსასრულო და ქაოსურია, 2) იქიდან გამომდინარე, რომ კომპულსიებს იმდენად ეჩვევა ადამიანი, რომ ხშირად ვეღარც აცნობიერებს, რომ მას აკეთებს და 3) იქიდან გამომდინარე, რომ კომპულსიის ერთხელ გაკეთება საკმარისი ვერასდროს! ვერ! არის და ყოველთვის მეტს გვთხოვს ტვინი, და, შესაბამისად, საბოლოოდ კარგად ვერასდროს ვერ ხდება ადამიანი, პაციენტი ვერ ხვდება, რომელი ფიქრი ხდის მას ცუდად, და რომელს ფიქრობს უკეთ საგრძნობლად.
გამეორება, ანუ გადამოწმების მოთხოვნილება უსაშინლესი რაღაცაა. ნარკოტიკი რომ იყოს, იგი კრეკ კოკაინი იქნებოდა: რაც მეტს აკეთებ, მეტი გინდება, ძალიან სერიოზულად ეჩვევი და "ლომკა" ძალიან რთულია.
არსებობს ერთი პარადოქსული სიმართლე: რაც უფრო მეტჯერ ვამოწმებთ რაღაცას, მით მეტად გვეპარება მასში ეჭვი და მით ნაკლებად ვართ მასში დარწმუნებული. ლოგიკურად, ადამიანები რაღაცას იმიტომ ვამოწმებთ, რომ მეტად დავრწმუნდეთ და ნაკლებად გვეპარებოდეს ეჭვი, მაგრამ ოსიდის შემთხვევაში ეს პირიქით ხდება: რაც მეტჯერ ვიმეორებთ რაღაცას ანუ ვამოწმებთ, მით ნაკლებად დარწმუნებული ვართ მასში, და შესაბამისად ყოველ შემდეგ გადამოწმებაზე უფრო მეტად გვინდება, რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. მაგალითად, თუ ერთხელ შეამოწმებ კარი ჩაკეტე თუ არა იმაზე გაცილებით მეტად დარწმუნებული იქნები, ვიდრე თუ მას 5000ჯერ გადაამოწმებ. თავის მხრივ, ერთხელ შემოწმების შემდეგ მეორედ გადამოწმების მოთხოვნილება გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე 5000ჯერ შემოწმების შემდეგ 5001-ედ გადამოწმების. ანუ, თუ ჩვეულებრივი ოსიდის კომპულსიის გაკეთებას იმით შეებრძოლები, რომ ფიზიკურად არ გააკეთო რაღაც, მაგალითად, არ მიხვიდე კარებთან და არ გადაამოწმო ჩაკეტე თუ არა, pure o ოსიდის კომპულსიის არგეკეთება ძალიან, ძალიან გაგიჭირდება, რადგან ეს უკანასკნელი მენტალური ანუ ფიქრითი ხასიათისაა, და გაცილებით ნაკლებად ემორჩილება ჩვენს სურვილს და გაცილებით არანებაყოფლობით ხდება, ვიდრე ფიზიკური კომპულსიები. კაროჩე რა. ჩემი საშველი არ არის.
რამდენიმე რჩევა
1) არასდროს გადაამოწმო რაღაც ხელმეორედ, როგორც ავხსენი რაც მეტჯერ ამოწმებ მით ნაკლებად უვერენი ხარ 2) ოსიდის ძველად doubting disease ს ანუ ეჭვის დაავადებას ეძახდნენ. არ მიაქციო ეჭვებს ყურადღება და სერიოზულად არ აღიქვა. ვარდისფერი სპილოს თეორიის მსგავსად, რაც ეცდები რო არ იფიქრო სპილოზე უფრო რო გაგეფიქრება? ასეა დარწმუნებულობაც. (ოსიდის მთავარი თემა ისაა რომ დაურწმუნებლობა აგიჟებს პაციენტს და უვერენობა სურს). ანუ თუ შენ ტვინს იმას მოსთხოვ რო 100% ით უვერენი იყო რამეში, ჯინაზე ეჭვს ჩანერგავს თავის თავში და არმოგცემს 100% უვერენობას. 3) როდისაც ასეთ ეჭვებში ხარ, დაფიქრდი როგორ მოიქცეოდა არაოსიდიანი ადამიანი და როგორ ირეაგიირებდა ეჭვზე. მოკლედ რომ ვთქვათ, შენს თავს უთხარი "მე შეიძლება 100% უვერენობა არ მაქვს (არადა გაქვს მაგრამ ოსიდი გატყუებს არ გაქვსო), მაგრამ საკმარისი უვერენობა მაქვს იმისთვის რომ დავიჯერო რომ ეს ესეა (გაზე გადავკეტე). ჰოდა მოდი ამ ნაწილს მივცემ გასაქანს და სიცოცხლეს და იმ რომელიც ეჭვს მაპარებს ###ზე გავუშვებ და მოვკლავ. ბოლობოლო, მისმინე, მილიარდჯერ რომ გადაამოწმო რაღაც, 100% უვერენი ჰომ მაინც ვერ ხდები? ვერა! ანუ რეალურად რომ ვთქვათ გადამოწმება რამე სარგებელს გაძლევს? 0 სარგებელს. როგორც თვალის წამალი რო დალიო ყელის ტკივილისას, ჰო არაფერ benefit ს არ მოგცემს და იგივენაირად გეტკინება ყელი, როგორც არდალევის შემთხვევაში და რატომ გადააგდო 50ლარი თვალის წამალში? (ანუ რატომ დახარჯო შენი ცხოვრების ბედნიერი წუთები რაღაცის გადამოწმებაშI თუ ბოლოს მაინც ვერაფერი ვერ უნდა მოიგო ამითი და მაინც ასე თქვა "ვერ ვარ 100% უვერენი მარა ჯანდაბას რაღაც დონეზე ჰომ ვარ")?
4) კარგად დაფიქრდი შენს პასუხისმგებლობებზე ანუ responsibilities ზე. აბა დაფიქრდი მართლა შენი ვალია შენი ოჯახის და beloved ხალხის კარგად ყოფნა? ანუ იმხელა ვალი გადევს მაგ ხალხის კარგად ყოფნაზე, რომ შენ უნდა იტაბნჯო და რაღაცები ამოწმო ცეცხლიჰოარგაჩნდება და რაღაც რიტუალები აკეთო რო კარგად გახდნენ? ნაღდად ეგეთი პასუხისმგებლობა გაწევს? რა თქმა უნდა არა
|