ძააან საზიზღრობაა.
აი Volume არის 56 - ზე.
კარგათ მესმის, მაკმაყოფილებს ხმაურის დონე.
ტვინი მეუბნება: - 56 წლის მოკვტები თუ არ გაზრდი რიცხვს უფრო მაღლა.
პიზდეც ! მკიდია ვფიქრობ ...
არა, არ მასვენებს .. მივედი ავუწიე 86 ზე.
ეხლა ტვინი მეუბნება: - 86 ის მოკვდები, აუწიე 100 -ზე, ასი სჯობს..
დავიტანჯე, ავუწიე 100-ზე.
ეხლა ტვინი მეუბნება "ოეეეე, ყანა, ძაან ნუ გადაიჯვი რა 100, კარმა იზ ე ბიაჩ" .. ვააა
მივედი ჩამოვწიე 96 ზე.
დავჯექი, ვაგრძელებ კინოს ყურებას ..
ამეკვიატა რაღაც იაპონური სიტყვა, შეპყრობილივით მიტრიალებს თავში.
"ოშიმარო, შიმაგოჭი, კონიჩივა, ტაკოშივავაჭირი".
თან ვფიქრობ არა 86 ? არც ისე ცუდია.
მონიტორი არ არის ჩემი თვალების პერპენდიკულარულად.
დავიწყე გაზომვა თვალით, ძლივს, გავასწორე.
მოვკალათდი, ყავას ვწრუპავ, ვუყურებ ფილმს.
გამოხტა ახალი პრობლემა.. სუბტიტრების ასიმეტრიულობა მაღიზიანებს

წავედი სეთინგებში, ვიპოვე ჩემთვის ესთეტიურად მისაღები ფონტი, ასოებს შორის დაშორებები ლამაზად, კოხტად დავაყენე და დავჯექი.
ვაგრძელებ ფილმის ყურებას.
აჰჰჰ 86 ?! არა უნდა დავამრგვალო.
85 ? არა 90 და მაგის დედაც !
დავაყენე "ხმა" 90 - ზე.
უცბად მონიტორზე პაწია, ლაქა დავინახე.. "ააააააააააააააააააარგჰ"
ავდექი ავიღე ტილო და მოვწმინდე :/
ეხლა დავაფიქსირე რომ სადღაც 1 კილოჰერციდან 2 კილოჰერცამდე რომელიღაც სიხშირე ყურს მჭრის.
მივედი ქირურგიულად
"ამოვსკუპე" EQ - თი.
ეხლა მეზობლის პატარა კაკუნი/კუკუნი/კუკური მესმის .. და ა.შ.
ეს პატარა მონაკვეთი
ხელების დაბანვა დღეში 45 - ჯერ სხვა თემაა.
ძაააან ცუდი რამეა, მტერს არ ვუსურვებ.