აი ეს თემა არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო

კანტუტ საკმაოდ სიღრმისეული თემა წამოწიე, რომელსაც ძალიან სიღრმისეული განხილვა სჭირდება.
მე გარშემო მყავს ნაცნობები და მეგობრები საკმაოდ სულელები და დიდი განათლებითაც რომ არ გამოირჩევიან, რომელთაც ცხოვრება კარგად აქვთ მოწყობილი. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვაკვირდებოდი, თუ რა იყო მათი წარმატების მექანიზმი და რაღაც დასკვნები გამოვიტანე:
მათი გონება არის ყოველთვის არაკომფლიქტური, ანუ მათ ტვინში თითქმის არ არსებობს საწინააღმდეგო აზრები. (აზრთა კომფლიქტი კი იწვევს გარკვეულ დაძაბულობას), რაც გარე სამყაროსთან ართულებს ურთიერთობას. ისინი ამ დიდი ტვირთისგან სრულიად თავისუფალნი არიან. ამიტომ არიან შინაგანად მშვიდები, თავდაჯერებულები, ინტუიცია საკმაოდ განვითარებული აქვთ და ამ ყველაფრის ხარჯზე ბევრ რამეს აღწევენ.
მაგრამ ასეთ სულელ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი მინუსი: როდესაც მათ გონებაში არ არის კონფლიქტი, ისინი ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნიან. შინაგანი კონფლიქტი კი ქმნის დიდებულ ქმნილებებს. ამიტომ სულელები დარჩებიან ყოველთვის ღიმილიან, ბედნიერ სულელებად, რომლებიც არავის აღარ ემახსოვრება.
"კონფლიქტებიდან და შინაგანი ბრძოლებიდან ამოზრდილი სიმშვიდე და ბედნიერება"- აი ეს არის ის ნამდვილად ღირებული. აი ასეთი ადამიანი არის ღირებული, რომელსაც მილიონი აზრი, ერთმანეთის გამომრიცხავი აზრი აწვალებს წლობით. ამის გამო არიან სულ დაძაბულები და ჩაკეტილები, ასევე არ არიან თავდაჯერებულები, რადგან ისინი სულ ძიებაში არიან. მაგრამ შემდეგ დიდი ცოდნის და გამოცდილების ხარჯზე, თავიანთ გონებას ალაგებენ და ბოლოს ყალიბდებიან ჭეშმარიტად ინტელექტუალურ, შინაგანად ძლიერ და ღირებულ პიროვნებებად.
This post has been edited by brevalo on 30 Sep 2017, 16:18