uchinmachiniმე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
მართლა კი არა, ვიხუმრე, ჩიტო. საყვარელი ძაღლია.
უბრალოდ, მაგული დაარქვი და ყაისნაღზე ქსოვა ასწავლე კაპრონის ძაფით.
90-იანებში რომ იყო ეგეთი რამეების მოქსოვა მოუხდება.
This post has been edited by ______ on 8 Oct 2017, 16:33