არ ვიცი შენ სად წაიკითხე ეს, მაგრამ მე რომ არსად წამიკითხავს და თვითონ მოვიფიქრე

ოღონ დასკვნა საპირისპირო გამომაქვს. შენი თეორიით არაფერს არ აქვს აზრი და ყველაფერი აუცილებლად ისე მოხდება, როგორც პირველი ქმედების, ვთქვათ დიდი აფეთქების დროს გადანაწილებულმა ძალებმა გამოიწვიეს, მაგრამ თუ ეს ასეა, უბრალოდ აზრს კარგავს ადამიანის ცნობიერების არსებობა. მე დარწმუნებული ვარ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი და ამ არჩევანის გაკეთების დროს მცირე სასწაული ხდება მის ნეირო-ქიმიურ პროცესებში. და თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პირამიდებში და ეკლესიაბში მასობრივი ლოცვების აზრიც გასაგები ხდება, ადამიანებს, კოლექტიურად, რომლებიც ერთი რამისკენ არიან კონცეტრირებულნი, რაღაც უფრო დიდი პროცესების შეცვლა შეუძლიათ. მე არანაირად არ დავეთანხმები იმას, რომ ჩემი ამ წუთას აქ დაპოსტვა, მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, სიტყვაზე ბავშვობაში ძაღლმა დამიყეფა თუ არა. ვფიქრობ ჩვენ რაღაცეებს აუცილებლად ვმართავთ
This post has been edited by სტაფორდტერიერი on 21 Feb 2020, 15:26