ბანჯოორავი,ეს როგორ უნდა წაიკითხო
მე პაპაჩემი მძულდა და მინდოდა, მომკვდარიყო.
მძულდა მისი წყლისფერი თვალები, როცა მიყურებდა და ვგრძნობდი,
ერჩია, ვინმე სხვა დაენახა.
მძულდა მისი ქუდი, რომელსაც მხოლოდ ძილში იხდიდა
და ბავშვობიდან ვიცოდი, დავისჯებოდი, თუ შევეხებოდი.
მძულდა სახლის სიჩუმე მისი შინ ყოფნისას,
თითისწვერებზე სიარული და სიცილის მოთმენა, როცა ხასიათზე არ იყო.
მძულდა ჯოხი, რომელსაც ძროხებს ურტყამდა და ზოგჯერ ჩემს კატას,
ცული, რომლითაც ტყეში დადიოდა
და ხეებს ხოცავდა
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სანამ სიარული შეეძლო.
მძულდა მისი მსუბუქი, მოძრავი სხეული,
რომელსაც ვერაფრით ეწეოდა სიბერე.
და ვფიქრობდი, ვერც სიკვდილი დაეწეოდა.
წელიწადში ორჯერ მიდიოდა ქალაქში მანქანის ნაწილების საყიდლად,
ან რაღაც სხვა საქმის მომიზეზებით.
აუცილებლად შეივლიდა აბანოში და ნავთლუღის ბაზარში,
საიდანაც მოჰქონდა ბევრი უსარგებლო ნივთი
და ჭრელი საკაბეები დედაჩემისთვის.
ერთხელ ყური მოვკარი, ამბობდნენ, რომ ქალაქში ქალი ჰყავს,
და წელიწადში ორჯერ მისთვის მიაქვს ბებიაჩემის გაკეთებული ყველი.
უკან დაბრუნებულს მოჰქონდა ავტობუსების სადგურში ნაყიდი
ძველი, ძნელად დასაღეჭი თაფლაკვერები.
ის თაფლაკვერები ყველაფერს მერჩია და ისე ვჭამდი, არავის გაეგო.
ვჭამდი და ვფიქრობდი, რომ ეს კაცი არასოდეს მოკვდება.
როცა ბებიაჩემი აღარ იყო, ყველა ამბობდა, რომ ძალიან დააკლდა.
მე კი ვფიქრობდი, რომ ასე უკეთესად ცხოვრობს, -
დამთავრდა ყოველდღიური ჩხუბი
მიწამდე დახრილ, ხერხემალზე ცხოვრებაგადაკიდებულ ბებიაჩემთან,
და ზუსტად ვიცოდი, რომ დამნაშავეა -
მასთან მოსული სიკვდილი გააცურა და ჩემი გატანჯული ბებია შეაჩეჩა.
მერე თანდათან მოტყდა.
ტყეში ვეღარ დადიოდა, კიდევ უფრო დამძიმდა და გართულდა.
მე კანი მეწვოდა მისი თვალებისგან
და ყოველდღე ვუყრიდი საჭმელში უზომოდ ბევრ მარილს და წიწაკას,
იმდენად ბევრს, რომ მთელი დღეები ხველება ახრჩობდა.
მაგრამ ხმას არ იღებდა. მიყურებდა და ჭამდა.
და მე ვფიქრობდი, რომ ეს სიძულვილი არის ჩემი ჯოჯოხეთი.
მერე რამდენჯერმე მძაღე ღვინის ძმრით გაჟღენთილი
საზამთროს ნაჭრები ვაჭამე.
ხმა არ ამოუღია.
და ვიფიქრე, რომ ეს არის ჯოჯოხეთზე მეტი
და ჩემს თავში ცხოვრება აღარ შემიძლია.
ბოლოს დაპატარავება დაიწყო.
მეხსიერებაც დაკარგა და მოძრაობის უნარიც.
თოთო ბავშვივით უვლიდა მამაჩემი,
კოვზით აჭმევდა და საფენებს უცვლიდა.
ზუსტად ერთი წელი კვდებოდა,
და როცა ყველაფერი დამთავრდა,
მე დიდხანს მესიზმრებოდა, როგორ ბრუნდება სახლში
საიმედოდ დამარხული პაპაჩემი,
როგორ მიყურებს ღვინის ძმარში დამბალი თვალებით,
როგორ ჩამოსდის ნიკაპზე საჭმლის წიწაკიანი წვენი,
და ვიცოდი, რომ მხოლოდ ამის გამო,
თუნდაც მხოლოდ ამის გამო
ვისაც გავაჩენ, ვერ შემიყვარებს, სანამ არ მოვკვდები.
ახლა ვიცი, როგორ მიყვარდეს.
მიყვარდეს ბობოქარი, მძიმე და უჟმური,
ზუსტად ჩემნაირი პაპაჩემი,
ყველასგან შეუყვარებელი,
ქალაქიდან თაფლაკვერების მზიდავი უჯიშო შვილიშვილებისთვის,
კაცი, რომელმაც იარა, იარა და ბოლოს მაინც ბებიაჩემს მიუწვა
მიტოვებული სოფლის სასაფლაოზე.
ახლა ვიცი, მაგრამ მესამე ზედმეტია,
და ყველა ზედმეტია -
ისინი, ორნი,
ერთად წვანან და იციან, რომ არავინ უყურებს.
ბუკოვსკის ლექსი წაიკითხე რამეე
მაგალითად ეს,(ჩემი თარგმანია)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბოზს რომელმაც ლექსი მომპარა.
ამბობენ,ლექსში არ უნდა გამოვაჩინოთ ჩვენი სინანულიო
ცალკე უნდა იდგეო.და აქვს კიდეც ამას მიზეზი,
მაგრამ იესო!
თორმეტი ლექსი გაქრა და ასლებიც არ მაქვს
და ნახატებიც წაიღე,ყველაზე კარგები; ტეხავს,იცი?
გინდა რო სხვებივით დამანგრიო?
წაგეღო ფული,როგორც შვებიან ხოლმე,შარვლიდან ამოგეღო ჩუმად.
შემდეგზე ორმოცდაათიანი წაიღე ან მარცხენა ხელი,
მაგრამ შეეშვი ჩემს ლექსებს.
მე ხო შექსპირი არ ვარ,
ერთხელაც გათავდება და აღარ იქნება,
აღარც ისეთი და აღარც ესეთი.
ყოველთვის იქნება ფული,ბოზები და ლოთები
ბოლო ბომბამდე.
მაგრამ როგორც ღმერთმა თქვა,
ფეხიფეხზე გადადებულმა.
ბლომად პოეტი გამიკეთებია,
პოეზია კი არც ისე ბევრი.
ან ეს
თუ ყველაფრის მიუხედავად
შენგან არ გადმონთხევს.
შეეშვი.
თ დაუკითხავად არ აღწევს
გულიდან,გონებიდან და პირიდან
და ჯიგრიდან,
შეეშვი.
თუ საათობით უნდა იჯდე
და კომპიუტერის ეკრანს აშტერდე
ან საბეჭდ მანქანაზე იკაკვო
სიტყვების საძებნად,
შეეშვი.
თუ ფულისთვის აკეთებ
ან დიდებისათვის,
შეეშვი.
თუ ქალი გინდა,
შეეშვი.
თუ უნდა იჯდე და
ათასჯერ გადაწერო,
შეეშვი.
თუ ფიქრიც კი გღლის ამაზე,
შეეშვი.
თუ ვინმესავით ცდილობ წერას,
დაიკიდე.
თუ ელოდები რომ შენ
გადმოღრიალდება.
დაელოდე.
თუ არ გადმოღრიალდება,
სხვა რამე ქენი.
თუ შენს ცოლს უნდა წაუკითხო პირველად
ან შენ გოგოს
ან შენ დედას ან ვინმე სხვას,
არა ხარ მზად.
ნუ იქნები იმ მწერლებივით,
ნუ იქნები იმ ათასობით
ადამიანივით ვინც თავს მწერალს ეძახის,
ნუ იქნები მუდო და პრეტენზიული,
ნუ იქნები საკუთარ თავზე შეყვარებული.
ქვეყნის ბიბლიოთეკებმა თვლიმეს
და დაიძინეს,შენნაირების გამო.
ნუ დაემატები ამას.
შეეშვი
თუ არ გამოჰქრის შენგან რაკეტასავით,
თუ უმოქმედობა არ მოგკლავს დ არ გაგაგიჟებს.
შეეშვი.
თუ მზე ჯიგარს არ გიწვამს,
შეეშვი.
როცა დრო მოვა და
შენც არჩეულ ქნები.
თავისით იზამს და გააგრძელებს კიდეც
იქამდე სანამ არ მოკვდები ან ის არ მოკვდება შენში.
სხვა გზა არ არის.
არც იყო.
This post has been edited by narmonana on 18 Oct 2017, 20:15