ბანჯოოჯონ მილტონის დაკარგული სამოთხე, ესე იწყება:
სამოთხეში აჯანყება, ბრძოლა დასრულდა და აჯანყებული ანგელოზები გადმოყარეს, 7 დღე და 7 ღამე ეცემიან... საბოლოოდ ჯოჯოხეთის ფსკერზე განადგურებულები, არაქათგაცლილები დაენარცხებიან. ლუციფერი ძლივძლიობით წამოდგება და ყოფილ ანგელოზებს მიმართავს...
ავტორი ჯონ მილტონი იყო რევოლუციონერი ინგლისში, მონარქიის წინააღმდეგ მიმართული კრომველის რევოლუციის დროს, რომელიც ასევე დამარცხებით დამთავრდა და შემდეგ ეს პოემა იმასთან პარალელებით შექმნა ბიბლიურ თემატიკაზე. კარგად თუ წაიკითხავ, მაგარი ციტატაა და ეფექტური იქნება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გუსტავ დორე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მთელი ლაშქარი, უბადლო და ძლევამოსილი,
უხმოდ უჭვრეტდა შეუპოვარ, მრისხანე სარდალს.
ისიც ამაყი, ახოვანი, სწორუპოვარი
აღმართულიყო მებრძოლთ შორის მაღალ კოშკივით.
ჯერ ელვარება სულ მთლიანად არ ჩაქრობოდა,
კვლავ შერჩენოდა სახე მთავარანგელოზისა,
თუმც რამდენადმე მის დიდებას ჩრდილი ებურა;
მზეც ასეთია ამოსვლის დროს, სხივმოკვეცილი,
როს ჰორიზონტზე გამოჩნდება, ნისლმობურული,
ან როცა მთვარე ეფარება დაბნელების ჟამს:
ქვეყნის ნახევარს მაშინ მკრთალი შუქი ანათებს
და მომავალი განკითხვის დღე აძრწოლებთ მეფეთ.
სატანაც მაშინ იმ მზეს ჰგავდა, ჩრდილი ებურა,
მაგრამ ყველაზე მოელვარე ის იყო მაინც.
სახეზე კვლავაც აჩნდა მეხის ნაიარევი
და ზრუნვისაგან მის ღაწვებსაც მიხდოდა ფერი.
მაგრამ შუბლს ქვემოთ, მამაცობის გამომხატველი
და დაუცხრომელ შურისგების მკაცრი ნიშანი,
კვლავ მრისხანებით ელვარებდნენ მისი თვალები.
ამ მკაცრ მზერაში იგრძნობოდა ღრმა თანაგრძნობაც
და სინანულიც, როს ხედავდა თანამგმობართა,
ან, სჯობს ასე ვთქვათ, მიმდევრებსა, ოდესღაც ნეტართ,
აწ კი განწირულთ სამუდამო სატანჯველისთვის;
მის გამო სულთა მილიონებს წარსტაცეს ზეცა
და მარადიულ სასუფეველს ჩამოაშორეს.
დიდებამჭკნარნი, მაინც მისი ერთგული დარჩნენ!
ასევე დგანან ზეცის ცეცხლით დალახვრულები
მუხები ტყეში, ან ნაძვები მთის მწვერვალებზე:
ძირს გადამწვარა ყველაფერი, იმათ კი მაინც
არ დაუხრიათ დამეხილი კენწეროები.