ერთხელ რუსთავში იყვნენ ჩამოსულები
იკარუსები რო იყო წითელი ავტობუსები
ე მაგითი
ექსკურსიაზე კლასი
რის სანახავად იყვნენ ჩამოსულები, დღემდე ვერ ვხვდები

თან მაშინ ედუარდი ახალი წასული იყო და
რუსთავი ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე ქალაქი იყო
უფრო სწორად
არც სიცოცხლით სავსე არ იყო
და სავსეც არ იყო საერთოდაც
ქალაქი იყო მარტო
ეგეც დღისით იყო ქალაქი, თორემ ღამით სად ქრებოდა, კაციშვილმა არ იცოდა

ქალაქი-მოჩვენება

პრიპიატი
სტოპიატი
ავტოსტოპი
ავტორადიო
ავთოს შოუ
ეს მონაკვეთი ერთადერთია ბოლო გვერდებზე, რომელიც პირველ პოსტთან შესაბამისობაში მოდის

რუსთავში ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ
ინფრასტრუქტურა, მთავრობა, თაობა
გალამაზდა ქალაქი, რაღაცას დაემგვანა
მაგრამ ვისთვის აკეთებენ, არ ვიცი
რუსთავის შრომისუნარიანთა 80% თბილისშია მთელი დღე
და დასაძინებლად ჩამოდის მარტო
მხოლოდ რუსთავქალაქობაზე ნახავ ბევრ რუსთაველს ერთად რუსთავში
როგორც გეპეიში ნახავ სტუდენტებს მხოლოდ გამოცდების კვირაში
სამაგიეროდ ვაკანტური ადგილები ჩაანაცვლეს ინდოელებმა
გახსნეს ინდური კაფეები
გადაიღეს ინდური კლიპები
და მოაშენეს ინდაურები
რუსთავში ღამის ცხოვრება არ არის
ღამით მხოლოდ ტაქსისტებს და მეძავებს აქვთ მუშაობა
სასტუმროს წინ არის ორივეს თავშეყრის ადგილი
კიდევ კარგი, იმავე სასტუმროსთან მდგარ შოთას ძეგლს ზურგი აქვს მიქცეული და ვერ ხედავს
თორემ ვეფხისტყაოსანს undo-ს გაუკეთებდა
1-2 საცოდავ ღამის კლუბში ძირითადად აზერბაიჯანელები ძიგძიგებენ
ის აზერბაიჯანელები, დღისით რომ "მოდი, ქაი, ოც ქაფიქში ცაიხე, აჰა"-ს იძახიან
გარეთ რომ გაიხედავ, ყველაფერი ერთნაირია
ვერტიკალები ჰორიზონტალებს ენაცვლება, მერე ეს ჰორიზონტალები - ისევ ვერტიკალებს
რუსთავში მხოლოდ ორი სახის გრადუსია აღიარებული - 0 და 90
არანაირი რკალი და მოძრაობა არქიტექტურაში
არანაირი თერგი
კინოთეატრი, რომელიც ახლა სამორინეა
ღამის კლუბი, რომელიც ახლა საშაურმეა
ზოოპარკი, რომელიც ახლა უკვე აპოკალიპტური ფილმის გადასაღებ მოედანს გავს
ახალდაგებული ქვაფენილი, რომელიც ახლა ტალღას ქართველ გულშემატკივარზე უკეთ აკეთებს
მუსიკისა და ხელოვნების სკოლა, რომელიც ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ, მაგრამ მერიის უკან არის და ისევ დენის პლიტით თბებიან
ამ ყველაფრის წერისას მივხვდი, რომ ქალაქის მიმართ გრძნობები მაქვს
ესღა მაკლდა