ფანტასტიკური ჟანრი ვისაც არ გინდათ ნუ წაიკითხავთ, თან გრძელია.

ბევრი რო ვიფიქრე სიკვდილზე, საბოლოოდ გადავწყვიტე რო არ მოვკვდებოდი.

მე, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა მოვკვდებოდი თავის დროზე (თუ უკვდავების წამალმა არ დაასწრო გამოგონება). მაგრამ არ მოკვდებოდა ჩემი არსი.
არსში არ ვგულისხმობ სულს. კარგი იქნება სული არსებობდეს, მაგრამ ამაში დარწმუნებული მგონი არავინაა. არსში ვგულისხმობ იმ ისტორიას, შენს გარშემო მოვლენებს, განვლილ გზას, ფიქრებს, რაც ამ ადამიანად გაყალიბებს, რის გამოც დღეს აკეთებ ამას და თუნდაც გარკვეული პატერნით აზროვნებ გარკვეულ თემებზე.
ვფიქრობ რომ ეს არსი მარადიულია. ჩემნაირი პიროვნება (რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა ვიყო), არსებობდა ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში (ან მეორეში, მაგალითად), არსებობს დღესაც (სავარაუდოდ ინდოეთში) და იარსებებს რამდენიმე საუკუნის შემდეგაც.
ეს ფიქრები უფსკრულის, ხევის წინაშე მდგომს მომივიდა. მესამე საუკუნეში, იმასაც მოუვიდა ზუსტად მსგავსად, ოღონდ ის მცირე გორაზე, ხის ძირში იჯდა და მოუვა აი იმ ტიპსაც, მარსზე, მექანიკურ ტერასაზე მყოფს, რომელიც, ჯერ კიდევ ტერაფორმაციის პროცესში მყოფ გარემოს ჩაფიქრებული გახედავს. თითოეულ ჩვენთაგანს გვაკავშირებს განვლილი ცხოვრების ყველა სხვა არსებითი მომენტი, დამთხვევები, ის რომ მე სპორტული ვარ, ესკაპიზმისკენ მიდრეკილი, 16 წლისას იდეალისტური მისწრაფებები მქონდა, 18-ისა სიყვარულის და მეგობრობის არსზე ჩავფიქრდი და გარკვეული სახის მელოდიები, მუსიკა, ჩვენზე ერთნაირად მოქმედებს... ანუ ჩვენი ცხოვრების განვლილი გზა და შესაბამისად დღევანდელი დღე ერთნაირია, შესაბამისად ერთნი ვართ, მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ 50/50 ცდისას, მე გამიმართლა და ვიღაცას არა, ან პირიქით.
მათი სადღეგრძელოც კი მაქვს დალეული, იმ ძველებისაც, ამ არსებულებისაც, მომავალში მომსვლელებისაც. მათაც აქვთ დანარჩენების სადღეგრძელოები დალეული. შესაბამისად ჩვენ არ ვკვდებით, მუდმივად ახლიდან ვიბადებით და ვიმაჯრვებთ.
ეს აზრები ძაან ადრე მომივიდა

მართლა უსასრულო უნდა იყოს სამყარო რომ მე, ანუ ჩემი არსი და ცხოვრება რამდენიმეჯერ ყოფილიყო/იყოს. მაგრამ მწამს უსასრულობის და რაც დავწერე ამის რეალობასაც ვგრძნობ.
In God We Trust ვიბაზრე.