პითონიარ ვიცი ზუსტად როგორ ხდება. შევალ ახლა და თუ მივაგენი გეტყვი. შეგიძლია დაბლოკო ცოტა ხანი და რომ განბლოკავ აღარ გიჩვენებს.
წიკოზი გჭირს? თუ რამე პირადი მიზეზით არ გინდა, რომ აღარ ანათოს?
ამის წინებზე გადავწყვიტე გავმხდარიყავი კიბერ-სოციალურად ტოლერანტული ადამიანი, ჩემი ფბ-მეგობრები ყოფილიყვნენ სრულიად უცნობები, ჭრელები, ათასნაირები.
თანაც, ჩემს წიკოზს შევბრძოლებოდი და ჩემი FB ყოფილიყო არეული და უკონტროლო, ამიტომ ყველა, ყველა, ყველა მეგობრობის თხოვნას დავეთანხმე.
ზომბი აპოკალიფსი მეგონა, წინ ხელებგამოშვერილი და დაჰიპნოზებული, ერთნაირი ტექსტებით მოღოღავდნენ ჩემკენ და სურდათ ჩემი ჯანსაღი აურა შთაენთქათ.
რამდნიმე საათი დამჭირდა გასასუფთავებლად და დეზინფექციისთვის. აი, მაშინ ვიჩალიჩე რაღაც, რომ ყველა გაქრა ონლაინ-ნათებიდან და თუ გამახსენდა, გეტყვი.
და ერთს მივხვდი:
ჩენს საზოგადოებაში ადამიანებს სტკივათ ძირმაგარა ცნობიერებაში, რომელიც წამლავს და უშლის ხელს იყოს ლაღი და ინდივიდუალური.
და არასდროს გაბედო მათთან ადამიანური საუბარი, ვერაფერს შეიგნებენ. არც დაცინვა, იმიტომ რომ შემდეგ ისევ შენ ინერვიულებ, იქნებ გული ატიკნე?
შევედი და ვერ მივხვდი, როგორ გავაქრე. მგონი დავბლოკე და რომ განვბლოკე, აღარ იყვნენ.
წიკოზი გჭირს?
This post has been edited by ______ on 31 Oct 2017, 15:18