ვა, რა კარგი სიტყვააა?! წავიღეეე, მოგპარეეე

ზუსტად ასეთი ძაღლი მინდა, უჯიშო, გონიერი, მგლის ბიძაშვილი, ნაზი, მაგრამ ამავრდოულად ველური.
პროფილშიც რა ლამაზია, ყელი ცოტა მოგრძო, ლამაზად გამოყვანილი დრუნჩი და წვეტიანი ყურები ჰარმონიულად ერწყმის, ულამაზესი არსებაა.
მზერაზე ეტყობა, რომ ნამდვილი ძაღლია. თან ესენი ისე მსუბუქად, ლამაზად და კეთილშობილად დადიან, ჭამენ, წვანან.
კუდი და გავა როგორ აქვს ჩაყუნცული, იმიტომ რომ შეშინებულია და კიდევ იმიტომ, რომ პატრონის გარეშე მის არსებობას აზრი არა აქვს, ეს უზარობაა, მაგრამ ფაქტია.
ჩემი მომავალი ძაღლი ყველას რუხი მგელი უნდა ეგონოს. რომ შეხედავენ, გაიფიქრონ, ვაიმე, მოშინაურებული მგელი და შურით გასკდნენ. ყმუილსაც ვასწავლი.

პ.ს. ვერელმა ვოლკმა ყეფა ძალით დაიწყო, ძაღლის მასკიროვკა გაჩითა, რომ ტყეში არ დაებრუნებინათ
This post has been edited by ______ on 17 Nov 2017, 00:32