#51713594 · 22 Nov 2017, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტურისტებად შემოშვება ნაკლები პრობლემაა. აი ბიზნეს ინტერესებისთვის კიდე უნდა იყოს საკმაოდ ბევრი რეგულაცია. არა მარტო უცხოურ კომპანიებზე, არამედ ზოგადად. შრომის ინპექცია უნდა არსებობდეს და სახელმწიფო უნდა უდგენდეს "ინვესტორებს" მინიმალურ სტანდარტებს. იმას თუ არ დააკმაყოფილებს რომელიმე კომპანია, არ უნდა მიცენ საქართველოში ბიზნესის წარმოების უფლება. ნუ სტანდარტები რა თქმა რაციონალური და მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებული უნდა იყოს.
რაც შეეხება მოქალაქეობის მიღებას, ამაზე კიდე ცალკე პირობები უნდა იყოს. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ მოქალაქეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს ვინც ჩააბარებს ქართული ენის გამოცდას. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბავშვები სკოლის გამოცდით მიიღებენ მაგ უფლებას. ეს დაეხმარება არაეთნიკურ ქართველებს ასიმილაციაში. ასევე მოქალაქეობის უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში იცხოვრა რამდენიმე წელი, ვთქვათ 10 წელი.
--------------------
Straight, No Chaser! ---------------------- ისე კარგად ხუმრობ, რომ მინდა სახეში აგური ჩაგარტყა და მერე ვუყურო სისხლისგან როგორ დაიცლები. :) ------------------ Since I've Been Loving You ------------------------- მუსიკა რომ მორჩება, შუქი ჩააქვრეთ
|