#51824569 · 12 Dec 2017, 20:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტელექტი (ლათ. Intellectus — გაგება, შემეცნება, გონება) — პიროვნების თვისება, რომელიც აზროვნების უნარის, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს.
ინტელექტი- არსებობს ორი სახის ადამიანური და ხელოვნური. ადამიანური ინტელექტი ენის გაგების უნარი, უნარი გადაიტანოს ვერბალური აღწერა მოქმედებაში და იმოქმედოს საკუთარი კულტურის, წესების შესაბამისად. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ადამიანს მრავალმხრივი ინტელექტი აქვს.
ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცინერებების სპეციალური სფერო, რომელიც მიმართულია ადამიანის შემეცნებითი პროცესების მოდელირებისკენ. ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი გავლენა იქონია კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებაზე. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია — ამერიკელ ფსიქოლოგ ჰ. გარდნერის (H. Gardner, 1943-) თანახმად არსებობს რვა ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი.
ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური. თითოეულ ადამიანს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა ხარისხით მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს. ყველა სახის ინტელექტი საჭიროა დედამიწაზე ..\ განათლებას არ მოაქვს ცუდი ... ის სხვა საკითხია ,ვინ როგორ აღიქვამს თავის თავს განათლებულად .. ყველა ხელოვანი ვერ იქნება , კრეატიული და ა.შ მაშინ არც დაფასდებოდა ,ხელოვნება, მეცნიერება და ა.შ .. აღAრ დავყოფ საერთოდ ეხლა ,რომ ზიხარ და პოსტავ კაია? ან სახლში რომ თბები? გაზი ,დენი ... ეს შენი აზრით რის შედეგია?
This post has been edited by F-mari-L on 12 Dec 2017, 20:40
|