რავი ძმაო მე არ მინახავს ავტობუსს ისე გამოეხატოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა როგორც ამას ჩვენი ავტობუსები შვრებიან
ზოგადად ავტობუსი არის იმედის, ნუგეშის და სიმშვიდის სიმბოლო
რო დგახარ გაჩერებაზე, სადმე მიდიხარ და ამ დროს ავტობუსი მოდის
გული იმედით და სიხარულით გევსება
შეჰყურებ ტაბლოს, ითვლი წუთებს და ჟამის მოახლოებასთან ერთად სიხარულით გიძგერს გული
თუ ქუჩის ბოლოდან გადმოხვეულ შენს ნომერ ავტობუსს მოჰკარი თვალი ხომ ბაშვივით ამჩატებული ხდები
მარა ჩემი ###
აი როგორ შეიძლება ავტობუსის მოახლოებამ გითხრას რომ დანძრეული გაქვს?
მაგრამ თურმე შეიძლება
მოდის ავტობუსი, იღება კარები და ვერაფერს ხედავ გამოშვერილი ტრაკების გარდა
რამხელა იმედგაცრუებაა

უყურებ ტრაკებს და იცი როგორ დაგერხაა, ვერსად წახვალ
თითქოს ოკეანეში ტივის ამარად დარჩენილს გემზე ასასვლელი კიბე ჩაგიჭრეს

ამ ბოლო დროს გადავჯექი ისევ ავტობუსზე
მეთქი ევროპაში მასე დადიან და არ კვდება ხალხი
ნუ რეალურად ბენზინის ფული აღარ მაქვს და მაგიტომ მაგრამ ეს ისე სხვათაშორის
მარა რო დგახარ მანდ, ღვთისგან მიტოვებულ ავტობუსში, ჯონ სნოუსავით იჭყლიტები
ხშირად ფიქრობ რომ რითი დაიმსახურე ეგეთი ყოფა
ხოდა მაგით ვიმშვიდებ თავს რო არ დამიმსახურებია ძმაო
არც მე და არც თქვენ
წამებულები ვართ
დაგვიფასდება მეორე ცხოვრებაში