პლიუსები:
-საკვები პროდუქტები ძალიან იაფი - იაფიც არ ერქვა, მუქთა - არავის შიოდა
-საკვები პროდუქტები ყველაფერი ნატურალური - 3-5-7 წლედებმა ფალსიფიკაციის დიდი ტალღა ააგორა...
-უმუშევრობა თითქმის არ არსებობდა - უმუშევრობაზე იჭერდნენ

-ქართველი მათხოვარი თითქმის არ არსებობდა - 1986-1989 წლებში 3-4 მახსოვს, ქართველი არცერთი
-კომუნალურ გადასახადებზე დაბალი ფასები - ლამის საჩუქრად იყო
-იყო ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი - საპირფარეშოც კი თბებოდა
-მოსახლეობა თანაბრად იყო გადანაწილებული დედაქალაქში და რეგიონებში და არ იყო კონცენტრირებული მხოლოდ დედაქალაქში - დემოგრაფიულად ცოტა ხელოვნურად და შეზღუდვებით იყო ეგ ამბავი, მარგამ სოფლად ცხოვრება დუღდა და ბევრ სოფლად ბევრს იმაზე მეტი გააჩნდა ვიდრე თბილისელს ვაკეში
-გაჭირვებული ადამიანი თითქმის არ არსებობდა - კი, ეგრე იყო
-დედაქალაქი გამწვანებული და სუფთა გახლდათ - უდაოდ + კრიმინოგენული სიტუაცია, დანის გაშალზე და მერე ხმარებაზე სპროსი იყო, მუშტით გერკვია ამაბები, ბოლოს ყველაფერი მაინც დიდი შერიგებით მთავრდებოდა, მოსისხლე მტერიც კი ქალის ან ბავშვის თანდასწრებით ხმას არ გაგცემდა
-მანქანები მინიმალური -
-მოსახლეობაში ნევროზი და დეპრესია თითქმის არ არსებობდა - თითქმის არა, უბრალოდ არ არსებობდა
მინუსები:
- იურიდიულად საქართველო რუსეთს ეკუთვნოდა - რუსეთს არა საბჭოთა კავშირს, მარგამ საშუალო ფენა ყველაზე შეძლებული საქართველოში იყო
- ინფორმაციული ცენზურა - ეგ იყო, + პროპაგანდა, მარგამ ჯინსსაც, ადიდასის ბოტასსაც და იმპოერტულ პლასტინკა კასეტებსაც უპრობლემოდ იშოვიდი და მოუსმენდი
- გეგმიური მუშაობა (გეგმის შესრულება), რომელიც ცოტა გაუგებარი იყო - ეგ ვითომ მრეწველობის წასახალისებლად იყო, მარგამ "პრედელს" რომ გასცდა ფალსიფიაკცია შვა - თუნდაც ღვინის
- ევროპა-ამერიკასთან იმპორტ-ექსპორტის შეზღუდვა - რას მაბობ

ვაზ 2105 კანადაში იყიდებოდა, ნივა გერმანიაში, ფარამცევტიკა უნგრეთ, იუგოსლავია, ინდოეთში, ბუნებრივი რესურსები ჩინეთ-იაპონიაში - უბრალოდ ჩვენი ნაწარმი თან არავის უნდოდა

სპეკულაცია (ვიყიდე გავყიდე ფასი მოვიგე - ისჯებოდა
- საზღვრების შეზღუდვა - სამაგიეროდ დაცულიც იყავი, თუმცა ეგ მაინც მინუსია როგორც არ უდნა შეხედო
სოციალური თვალსაზრისით მაშინ ქართველებისთვის სამოთხე იყო
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...