მე ვსვამ ახლა უშაქრო ყავას. მერე, ცოტა შაქრით დავლევ.
გინდ ასე დამილევია, გინდ ისე, მაინც ყავაგატრუხებული პერიოდი მაქვს. ან ყველაფერგატრუხებული.
შაქარი სულაც არაა ეგეთი ბოროტი ტიპი. მეტიც, შაქარს შეუძლია ზოგიერთი არომატი უფრო გამოკვეთოს, ზოგიერთი.
ახლა გვირილის ჩაის შაქრით ვერ დალევ, ვერც მწვანე ჩაის და ვერც ცაცხვის ჩაის. ბრრრ.... შაქრით ეგენი ამაზრზენი იქნება და იქვე გაგანადგურებს.
ამის წინ ვნახე დოკ.ფილმი შაქრის წარმოებაზე და საინტერესო იყო.
თან, ბევრნაირი შაქარი არსებობს, განსხვავებული ხარისხებით. გონიერი დოზით და ფორმით მისი გამოყენება სულაც არ დაგაქცევს.
ადრე ხისტად გამოვრციხავდი ხოლმე შაქარს და მარილს, სათოფეზე არ ვიკარებდი და თავი უჯანსაღესი მეგონა.
ახლა გადამიარა მაგ წიკოზმა და თავს ბედნიერად ვგრძნობ.