როდესაც რაიმე სუბკულტურული ან ანდერგრაუნდული მეინსტრიმდება ეს ნიშნავს რომ ის ვიწრო წრიდან გამოვიდა და იქცა საერთო კულტურულ მოვლენად
და რა არის ამათში დღეს არამეინსტრიმული?
რეპი აღარც სუბკულტურაა და აღარც ანდერგრაუნდი, განსაკუთრებით ეს სტილი
ეს რაღაც კოსმო-ჰიფსტერული ვიზუალიც ჩვეულებრივ ბაბულიკებსაც აქვთ დღეს ათვისებული
დრაგები? დრაგებს 17 წლის ფრიადოსანი ნინუცები ჭამენ ლაფათკებით ყოველ პარასკევს საღამოს 11დან დილის 9მდე
და დეკრიმინალიზაციის აქციებზე იმდენი ხალხი დადის რო მაგდენი თბილისის ქუჩებში 7 ნოემბრის მერე არ ყოფილა
კაიაკატა არის ყველაზე მეინსტრიმული მუსიკალური პროექტი დღეს საქართველოში

ერთი ექვსი წლის წინ ამ სასტავებისთვის შეიძლებოდა გვეწოდებინა ანდერგრაუნდი
კუნგფუ ჯანქისაც მეინსტრიმულ ჯგუფს ვერ უწოდებდი
როდესღაც ლელა წურწუმიაც ანდერგრაუნდი იყო, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად რო უკრავდა
მარა ცხოვრება წინ მიდის, მოვიდა დრო და გამარჯობა აფხაზეთო შენი იმღერა
და ჩარკვიანის სიმღერებიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ავტორიტარული პარტიის სააგიტაციო კონცერტებზეც გაჟღერდა
ამ თაობას უბრალოდ ცოტა ადრე მოუწია თავიანთი გამარჯობა აფხაზეთო შენის და ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების სიმღერა
ტალღა თუ რაღაც რო დაირქვეს და ნარკოტიკებზე რო გარეპეს მაშინ

სიმართლე მწარეა