ზოგადად თევზები იაფი ჯდება ვიდრე აკვარიუმი და დეკორაცია/ინვენტარი.
ყველაზე ცოტა აკვა იანგარიშე 1₾ ლიტრი (ქარხნული 3 ლარამდე) განათება, გამათბობელი, ფილტრი +ჰაერი მინიმუმ 50 ლ. გრუნტი ნორმალური ეგ აკვაზეა დამოკიდებული რამდენი კგ დაგჭირდება . მერე კიდე, არსებობენ თევზები, რომლებსაც პატარა სივრცე არ ჰყოფნით. აი, მაგალითად ოქროს თევზზე ზოო მაღ. გეტყვიან, რომ გამძლეა და პატარა წყალში გაძლებს, მაგრამ მინიმუმ 40 ლიტრი უნდა 1 თევზს, წყვილს 80-100 ლიტრი. მცენარეები დაგჭირდება და დეკორაცია, საკვები იაფია და ცოტა უნდა აჭამო. თუ გადაწყვეტ რამეს აგერ დაგეხმარებით ბიჭები. შეგიძლია სასურველი ზომის აკვა ააწყობინო, ადგილის გათვალისწინებით, ზომა ზომაში. 1 ლარად აკეთებენ კარგ აკვარიუმებს , რაღა მაღაზიაში გადაყარო ფული. მაღაზიაში კიდე მოყვება დებილური ფონები ძალიან ხშირად, რაც არც ლამაზია და თევზებსაც ვერ გაარჩევ კარგად.
30 ლიტრიანი აკვა სადღაც 200 ლარამდე დაგიჯდება ყველაფრიანად ნორმალურად რო. მოაწყო რა. ოღონდ შესაბამისი თევზები უნდა ჩასვა. შეიძლება იაფადაც მონახო, ფბ-ის გვერდზე ყიდიან ხოლმე იაფად

)) წარმატებები ბრად. ნელ-ნელა დაიწყე თუ არ გაქვს ფული და გაალამაზებ.
ხო კიდე, ისე არაა, რომ აი თევზს ჩავსვამ და მორჩა, ყველაფერს თავის წესები აქვს მანდ, ჩათვალე რომ შენ ქმნი მიკრო სამყაროს სადაც პატარა შეცდომაც კი სავალალო აღმოჩნდეს შეიძლება. არ გაშინებ ( მე ეგრე მაშინებდნენ) სისუფთავე უნდა დაიცვა, ქვას თუ ჩადებ გამოხარშო და ასე შემდეგ.
რაც უფრო დიდია აკვა უფრო ადვილია მოსავლელად და მერე ჭიებიც აღარ შეგაწუხებს , დიდი მინდა ახლაო
This post has been edited by uchinmachini on 16 Jan 2018, 01:34