ზოდიაქო რომ უშლის კონკრეტულ ადამიანს ზაფხულის შეყვარებაში ხელს- არის ზღაპარი
ზაფხულის შეყვარებას თავისი მიზეზები აქვს, ისევე, როგორც სიძულვილს და ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული.
ბავშვობაში მიყვარდა ზაფხული, რადგან არდადეგები იწყებოდა, შუქი გვქონდა, ბევრი ბავშვები ვიყრიდით თავს უბანში და დავდიოდით- მდინარეზე, ვთამაშობდით ფეხბურთს და წრეში ბურთს, ხოლო საღამოს ჯოკერს

თან ბავშვი რომ ხარ, სიცხეც ნაკლებად გაწუხებს.
აი, ეს მიზეზები იყო რატომაც მიყვარდა ზაფხული!
დღეს, უკვე როდესაც უბანში ძირითადად ლოთების კამანდა ყრია დიდი ღიპებით და აღარც არდადეგების თემაა და არც სხვა კაი პონტები, დიდად აღარ ვგიჟდები ზაფხულზე. ყველაზე დიდი მინუსი არის აუტანელი სიცხე და საღამოს რომ ჩახუთული ჰაერია- არც ჭამის თავი გაქვს და არც ძილის... ამას დავუმატოთ კოღოების გაუთავებელი სოლო კონცერტები და მათი საფირმო ბზუილი
ახლა, ეს მიზეზები მაქვს აღარ მევასებოდეს ზაფხული.
ისე, თბილისში თუ ატარებ ადამიანი მთელ ზაფხულს, ძალიან შეგძულდება.
ამ სიცხეში კორპუსში ყოფნა, თუნდაც კარგი კონდიციონერი გქონდეს, ძალიან რთულია.
ზღვაზე ან მთაში თუ წახვალ კიდე ასწორებს )))
თუმცა, წელს ისეთი სიტუაცია ჩვენთან ზღვაზე მუღამი დაგეკარგება, მაგრამ მაინც შეიძლება კაიფი თუ აჭარაში არ წახვალ და სამეგრელოს და გურიას აირჩევ.