საღამოს ჩრდილო-დასავლეთის ქარის მიერ მოტანილს ხო, ესეც უფრო გლდანე,მიხუანი, თემქა, დიღომი, სანზონა, ნუცუბიძე, მაღლივი, ჯიქია.
და რაც შეეხება დღისით ჩვეულებრივ ნალექს რომელიც იმის ხარჯზე იქნება რომ კახეთში ჩვენი ქარი იქნება 850-ზე, მანდ შეიძლება დაფიფქოს, შეიძლება მხოოლდ წვიმა იყოს. მარა ის ნალექი მაქსიმუმ საღამოს 5-მდე გაქაჩავს, მეტი არამგონია.
აი ნახე პირველ სკრინზე დილის 10 საათია ხვალ. კახეთიდან ჩვენს ქარს ნესტი მოაქ, და თან ასუსტებს ჩრდილო-დასავლეთის ქარს.. მაგრამ ჩვენ მაინც დილიდან ჩრდილო-დასავლეთის ქარის გავლენაში რჩებით რაც ძალიან არ მომწონს.. შეიძლება საერთოდ არ იყოს ნალექი, ამის ალბათობა 40%-ია

ხოლო მეორე სკრინზე უკვე საღამოს 10 საათია, როცა 850-ზე ჩრდილო-დასავლეთის ქარი თავისი ძალის გამო, თრიალეთის ქედის აქეთ ყველაფერს გააქრობს. მარა შიდა ქართლში და გორში ზუსტად მაგ დროს უნდა დადოს კარგად. თორე დღისით იქაც შეიძლება ვერ მოასწროს დადება, თუმცა მანდ მთელი დღე დაფიფქავს რა თქმა უნდა. ბარს ვგულისხმობ თორე მთაში ხვალ ყველგან დადებს.