ვეცდები რაც შეიძლება უფრო მარტივი ენით აგიხსნათ. ოგონდ წაკითხვა არ დაგეზაროთ.

ზოგადად პროგნოზის შედგენენა ხდება სუპერკომპიუტერის მეშვეობით. მეტეორლოგიური ორგანიზაცია რომელიც ფლობს ამ სუპერკომპიუტერს და ასევე საქუთარ თანამგზავრებს არის ეგრე წოდებული მოდელი. ანუ ასე ვთქვათ პროვაიდერი.
მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე მოდელი და პროგნოზებს აკეტებენ მხოლოდ ეს გლობალური მოდელები.
მოდელების უმეტესობა მუშაობს მთელ მსოფლიოს ტერიტორიაზე, მაგრამ არსებობს კიდევ ლოკალური მოდელები რომლებიც მუშაობენ მაგალითად მარტო ერთი კონტინეთისთვის.
საქართველოსთვის შედარებით ნორმალურ პროგნოზებს აკეტებს ნორვერგიული მოდელი ECMWF და ამერიკული GFS. ანუ როგორც მაგთი და ჯეოსელი არიან პროვაიდერები მობილური ქსელის, მოდელები არიან პროვაიდერები ამინდის პროგნოზების.
ეხლა მაგალითად თქვენ მოგინდათ პროგნოზის გაკეტება. მაგრამ ამ ორ მოდელებს (ECMWF-ს და GFS-ს)უკვე აქვთ მზად პროგნოზი. რას შვრებით თქვენ? ამათ პროგნოზებს აჯამებთ და საშუალო არიტმეტიქული რაც გამოვა ეგ იქნება თქვენი პრგონოზი.

რა თქმა უნდა სეპციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. ამ პროცესის სახელწოდებაა სინთეზი.
მაგალითად ამინდი.გე არის იგივე გაქართულებული accuweather.com . მაგრამ თვითონ accuweather-ის პროგოზი არის GFS, NAM, RUC, DGEX და NFDF
მოდელების სინთეზი. მაქედან საქართველოსთვის ვარგა მხოლოდ GFS, მაგრამ საშუალო არითმეტიქულში ამ 5 მოდელის პროგნოზია. შესაბამისად პრგონოზი ძალიან კორექთული ჩვენთვის ვერ იქნება. რადგან დანარჩევნი 4 მოდელი ამ ჩამოთვლილებიდან უფრო ადაფტირებული არის ჩრდილოეთ ამერიკაზე.
საიტი wunderground და ასევე ჩვენი საყვარელი ფორეკა არის (ECMWF + GFS) სინტეზი და მათი პროგნოზები შესაბამისად უფრო კორექთულია.
რაც შეეხება meteo.gov.ge-ს მანდ არის ECMWF + კიდე რამოდენიმე სხვა ევროპული მოდელის სინთეზი. მემგონი რაღაც ფრანგული მოდელია კიდე. საიტზე არ უწერიათ. ქვემოთ უწერიათ პარტნიორი ორგანიზაციები. და შესაბამისად ის სხვა მოდელები საქართველოსთვის კორექთულ პროგნოზებს ვერ აკეტებენ და სინთეზში გამოდის ის შედეგი რასაც თქვენ ხედავთ.
ასევე შეიძლება ამ სინთეზში თავისი ლოკალური მინი-მოდელის(ერთ ქვეყნისთვის) ინფრო იყოს დამატებული.რა თქმა უნდა თუ აქვთ საქუთარი . მაგრამ იმისთვის რომ საქათარი მინი-მოდელი შექმნა, საჭიროა ძალიან ძვირი აპარატურა, სუპერკომპიუტერები ბოლო თაობის და თავისი თანამგზავრი კოსმოსში. ამიტომაც მეეჭვება რომ საერთოდ ჰქონდეთ რამე.
ზოგი ქვეყნის ჰიდრომეცენტრს აქვს საქუთარი მინი-მოდელი. თუმცა გლობალურ მოდელებთან ის ახლოს ვერ მივა მაინც. და შესაბამისად სინთეზის გაკეტებს უწევთ.
ანუ ჩათვალე რომ ჰიდრომეცენტრი არის მხოლოდ და მხოლოდ გლობალური მოდელების სინტეზი რომლებთანაც ოფიციალური კონტრაქთი აქვთ გაფორმებული, მეტი არაფერი.

p.s ასე რომ რა საიტიც არ უნდა ნახოთ ან პირდაპირ მოდელის პრგონოზი იქნება ან სინთეზი. ქვემოთ ან About us განყოფილებაში უწერიათ ხოლმე.

მეც ჩემს პროგნოზებს როცა ვაკეტებ, ვიყენებ ECMWF + GFS მონაცემებს და ჩემს ინტუიციას + ცის დაკვირვების შედეგს

მაგრამ მე არ მიყვარს პროგნოზების კეტება, მე მიყვარს უფრო დაკვირვება, პროცესის შესწავლა და სურათის გადაღება. ანუ
მეტეოროლოგიის სფეროში მე უფრო ჟურნალისთიქისკენ მივექანები და არა სინოფტიკისკენ.
შესაბამისად აქ როცა ტვინს მიბურღავენ რატომ არ აკეტებ პროგნოზს, ზგოჯერ ძალით მიწევს გაკეტება

ანუ ის ხალხი ვინც ტორნადოებს დასდევს, იღებს ვიდეობს, ასევე იშვიათ ღრუბლებს და ასე შემდეგ, მე უფრო იქეთ ვარ ინტერესებით, ვიდრე პროფესორ სინოფტიკოსებთან რომლებიც ლექციებს კიტხულობენ ან მოდელების ოფისებში პროგნოზების კოორდინაციას ახდენენ. ანუ უფრო ჟურნალისთიკა რა.
This post has been edited by Tunes on 31 Dec 2018, 06:28