რავი, იქედან გამომდინარე რომ დღეს +15 იყო ლამისა ქალაქში, ტემპერატურის მხრიდან შეიძლება გაუჭირდეს და უბრალოდ წვიმა იყოს ხანმოკლე მაგრამ ძლიერი, რომელიც ფიფქებში გადავა მერე ჩრდილოეთ უბნებში. 850-ზე ძალიან ძლერი ჩრდილო-დასავლეთის ქარია, ამიტომ ამ ნალექს 700-ის ღუბლებიდან ველოდებით, ანუ სუფთა კონვექთური ვარიანტია.
რაც შეეხება ტემპერატურას, ერთხელ მახსოვს მარტი იყო ოგონდ, წინა დღეს იყო +18 და ღამის 1-ზე როცა ვწვებოდი იყო +12. და როცა სკოლაში ავდექი დილით იყო -4 და ფიფქავდა მოშნად და დაუდია კიდევაც ცოტა.

მაგრამ მაშინ ვინდი-ს რუკა არ იყო და შეიძლება ქარების ამბავში 850-ზე კახეთში ჩვენი ქარი იყო და იმას შემოქონდა ნესტი.
ძალიან რთულია ეხლა ამის დაპროგნოზება თუმცა მცხეთას,ცხვარიჭაიმიას, საგურამოს, ნატახთარს და მარტყოფს ხვალ კაი თოვლი ეღირსება წესით.
აი რაც შეეხება გორს და შიდა ქართლს მანდ მიუხედავათ იმისა რომ მოყინავს, ინტენსივობა არ იქნება დიდი. რატომ დახათეს მცხეტისკენ უფრო დიდი ინტენსივობა ვიდრე გორში ძალიან მიკვირს. ალბათ 700-ის ღრუბლებიდან უფრო აქეთ მხარეს იქნება კონვექცია.
არა და 850-ზე გაგლეჯილი ჩრდილო-დასავლეთის ქარი უწერიათ რომელიც იქედან ყველანაირ ნესტს გააქრობს.
არის იმის ალბათობაც რომ დილიდან ძალიან მსხვილი ფანთელებით დაუშვას თოვლ-ჭყაფი თბილისში, მაგრამ ვერსად ვერ დადებს წესით.