#52163952 · 11 Feb 2018, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პიროვნებაო? ჰმ... საქართველოში პიროვნება იყო ერთი (არავინ ჩემი ნათესავი არ იყო და იმიტომ რომ ვიცნობდი, მაგის გამო არ ვამბობ. მე არ ვიცნობდი), იმის წყალობით სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც, მათ შორის_კანონიერ ქურდებსაც, პიროვნება რომ ცხოვრობდა საქართველოში_ეს ეტყობოდათ. ის ადამიანი ისე ახდენდა გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ძალიან ავტორიტეტულ კანონიერ ქურდსაც კი ეთქვა: მე ვინ ვარ? მე ერთი დამნაშავე კაცი ვარ, ბევრი ცოდვა მაწევს კისერზე; როცა იქნება გამწირავენ, ერთხელაც ვერ გადავრჩები, მაგრამ ამისდა მიუხედავად, იგი მაინც სამართლიანად გაარჩევდა საქმეს, სხვისი ღირსების დასაცავად იბრძოლებდა. რატომ? იმიტომ რომ ქვეყანაში პიროვნების არსებობა იგრძნობოდა. მისგან წამოსული აურა თითოეულ ჩვენთაგანს პიროვნულ უნარ-ჩვევებს სძენდა. ახლა რომაა რომ ნაძირალობენ და არც აღიარებენ_აღიარების შნოც რომ არ აქვთ_ასე კი არ იყო. არასწორის აღიარებასაც მამაცობა სჭირდება * * * 2000 წელი, საქართველო_ სამართლდება ადამიანი მკვლელობისთვის. მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რადგან მის ღირსებას შეეხნენ. 2010 წელი, საქართველო_ სამართლდება ადამიანი მკვლელობისთვის. მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რადგან მსხვერპლისგან ფულის მიღება სურდა. * * * და მაინც, ერთ მიზეზს მაინც ვიტყვი თუ რატომ არ ცხოვრობს დღეს საქართველოში პიროვნება: ამ ბოლო პერიოდში, გინახავთ თუ არა ადამიანი რომელმაც ხელსაყრელი მდგომარეობა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა? მე არ მინახავს. ხალხი სჯერდება თუნდაც მცირეოდენ გაბრწყინებას, მაგრამ გაბრწყინებას, ხოლო მარადიულს, ჭეშმარიტს არ ელოდებიან. ძალიან ცხოვრობენ იმით, რომ ოღონდ პონტი გაეძროთ, ოღონდ ხელსაყრელი ვითარება ჩაუვარდეთ_მისი ცხოვრების გზას შეესაბამება თუ არა, ამას აღარ უყურებენ. პიროვნება რომ ცხოვრობდეს საქართველოში (ოღონდ დადებითად განვითარებული პიროვნება)_ელემენტარული საკუთარი პრინციპების პატივისცემას ისწავლიდა ხალხი. არ გადაუხვევდა პრინციპებს მცირეოდენი სარგებლის მიღების სანაცვლოდ. ახლა პიროვნებად ყოფნა რომც მოინდომოს ვინმემ, ძალიანაც გაუჭირდება ამ პონტის ადამიანებთან ცხოვრება. ყველა თავის სარგებელს მონახავს, პიროვნებას კი, პიროვნებად ყოფნის მძიმე ტვირთს აჰკიდებენ. რამე რომ იყოს და პიროვნებამ გაუპროტესტოს_მე თქვენი ცხოვრების გასალამაზებლად მოვედიო, პატივი მაინც მეცით საკადრისიო, დაცინვას დაუწყებენ: ჩვენ ვშრომობთ, ზოგი_მიწას ხნავს, ზოგი_ მოწეულს ყიდის, ზოგი_ბანკში მუშაობს და ზოგიც სად, და შენ რას გვიკეთებ? მოდი, ხელი წაგვიკარი, დაგვეხმარე, პიროვნება ვის რაში არგია? ამით დააკომპლექსებენ. მე რა არ შემიძლია ვთქვა_პიროვნება ვარ და საზოგადოებას ვემსახურებიო? რათ მინდა პიროვნება, სამუშაო შემიმსუბუქდესო_აი ამას ეტყვიან ქართველი თანამედროვენი კიდევ კარგი რომ საქართველოში არარსებულ პიროვნებას. კიდევ ბევრის ლაპარაკი შეიძლება პიროვნებაზე, მაგრამ თემის ავტორმა სხვა რამეზე გახსნა თემა, ამიტომ ვეცდები, მეტი აღარ დავწერო...
|