მენუ .გე -ზე გამახსენდა

ზოგადად არ აქვთ ცუდი სერვისი მაგრამ ერთხელ ღამის 2 საათზე გამოვიძახეთ , 2 შაურმა გვინდოდა,
გავიდა 1, 2 ,3 ,4 საათი, არ ჩანს ტიპი, ოპერატორი მირეკავს ხომ არ მოსულაო ?
ბოლოს 8 საათისკენ დავიძინე, ახალჩაძინებულზე ზარი მაღვიძებს : მეგობარო აი შენს კარებთან ვდგავარ და გამოდიო . . .
ჩავიცვი როგორც იქნა ავწიე თავი და ჩავედი, ოპელი იყო ბოლო მატარებელივით გადიოდა, გამოუღე კარები და ტიპი არც ბოდიშს იხდის და გაყინულ 2 დიდ შაურმას მაწვდის, თქვენი შეკვეთა ინებეთო
მეთქი ეს რა არის ? აშკარად გაყინულია უკვე ....
თქვენი შეკვეთა არისო, მერე რომელი საათია როდის მე დაგირეკეთ მეთქი, ეს ცივი შაურმა ეხლა რაღათ მინდათქო და
ტიპმა აბა ეხლა ამას მე რა ვუყოვო ?
პაუზა გავაკეთე და უბრალოდ თვალებში ჩავხედე , ანუ მივახვედრე პასუხი რაც უნდა ექნა და სადაც უნდა წაეღო
(ტრაკულაში გაიკეთეთქო ) ჩემმა თვალებმა უთხრეს
მარა ისეთი საცოდავი თვალები ქონდა ბიჭო, შემეცოდა და გამოვართვი მივეცი ფული მაინც. . .
მერე დამირეკეს ოფისიდან, ბოდიშები მიხადეს, მანქანა გაუფუჭდა, ტელეფონსაც არც ჩვენ გვპასუხობდაო და გაუშვიათ სამსახურიდან. ...
შეიძლება არც გაუშვიათ მარა რომ არ მიმეცა ეს ფული, ოფისი მაგას არ ააუნაზღაურებდა მაგ ფულს და მაგ 18 ლარის გამო ღამეს ტეხავდა საცოდავი . . . .