SpringtimeOfYouthრამდენად ჰქონდა შანსი, ეგ ცალკე საკითხია

შანსი რომ თითქმის არ ჰქონდა, ეგ ნამდვილად

ყველაფერი კარგი და კეთილი, მეგობრებო
დამნაშავე უნდა დაისაჯოს
მაგრამ
1. არასასურველია, როდესაც ნებისმიერი ფაქტის განზოგადება და დასკვნებზე გადასვლა ხდება
ეს არაა გარდაუვალი და აუცილებელი მომენტი
შესაძლებელია აგრეთვე, მიუდგე, როგორც განცალკევებული შემთხვევა
და არა როგორც ზოგადი პრობლემის ერთი კონკრეტული გა#####აურება
რადგანაც ასეთ სენსიტიურ თემებზე განზოგადება და დასკვნების კეთება ძალიან საფრთხილო საქმეა
2. ჩემი აზრით, ასეთი სქემა -
ქალმა არ დამალა, რაც დაემართა > სხვა ქალებმაც მიბაძეს, არ დამალეს > პოტენციურ გამაუპატიურებლებს მეტი შიში ექნებათ ქვეყანაში> გაუპატიურებების რიცხვი შემცირდება
მაინცდამაინც რეალური არ მგონია
3. სხვაზე ძალადობის სურვილს და ნაბიჯის გადადგმას ბევრი რამ განაპირობებს
და დაუსჯელობის მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია
4. ჩემი აზრით ისევ და ისევ, იმის მაგივრად, რომ spotlight-ში ქალი იდგეს თავისი ისტორიით
უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ დამნაშავეზე მოხდეს აქცენტის გაკეთება და სახალხოდ სწორედ ის შეარცხვინონ
ძალიან არ მინდა, რომ ქალებს/გოგოებს კაცების ეშინოდეთ და პოტენციურ მოძალადეებად აღიქვამდნენ
და შესაბამისად, აგრესიულად იყვნენ განწყობილი