MeTamashiMindaძაან მეზარება ახლა აზროვნება
რაც მეტს დავწერ, მეტად ავიხლართები ამ აზრებში
და თან ვერ ვერკვევი კარგად კანონმდებლობაში, ამიტომ შეიძლება სირობები დავწერო
მაგრამ ერთი ნაღდად რაც ვიცი, ისაა, რომ
რაღაცას რომ ამბობ, შედეგებზე პასუხისმგებლობა თავადვე უნდა აიღო

ქართული მარშის გამპრავებელი რომ არ ვეგონო ვინმეს
ვიტყვი, რომ მაგ ქართულ მარშს იმავე ზომის წვლილი შეაქვს საზოგადოების დაღუპვის საქმეში,
რამდენიც რუსთავი ორს
თუ არა უფრო მეტი
არავინ არაა გადასაყრელი სანაგვეზე - არც რუსთავი ორელები და არც ქართული მარშის წევრები და არც სხვა მსგავსი განწყობის ხალხი
ყველანი ადამიანები არიან, უბრალოდ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ არიან
როგორც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდეს
ადამიანს რომ ჰგონია, სიმართლისთვის და სიკეთისთვის და
საზოგადოებაში თუ კონკრეტულ ჯგუფში მიღებული სხვა ჭეშმარიტბებისთვის იბრძვის
მერე ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავს
რისი მაგალითიც არის რუსთავი ორიც და ქართული მარშიც
მოდით, ჩვენც ნუ ავყვებით და ნუ გავამძაფრებთ პოლარიზაციის ისედაც თითქმის შეუქცევად პროცესს