ბალახის, თივის, მიწის, წვიმის დროს მიწის, ყვავილების ოთახში რომ მილაგია, სხვადასხვა წვრილფეხა ცხოველების, ციყვების, მელაკუდების... მარანის სუნი მომწონს, ახლად მოგლეჯილი ბევრი ლობიო რომ ყრია მაგის, თონის, ოღონდ ქალაქში რო გაზზე ანთია ეგ თონე არა, აი სოფლის სათონეში რა სუნიც დგას. ძროხების სუნი მომწონს, თუთის ხეზე ვინც ყოფილა ამძვრალი ეცოდინება, აი ეგ სუნი, ზღმარტლის სუნი. ჩემი კატის სუნი. ერთი უჯრა მაქვს ძალიან ძველი რაღაცები მიდევს შიგნით, ზოგი სურათია, ზოგი რა ზოგი რა, ზოგი სახსოვრად მაჩუქა ვიღაცამ უბრალო ნივთებია მოკლედ სულ ნაირნაირი და მაგ უჯრას აქვს მაგარი სუნი, ძველი სუნი.

კიდევ თბილისიდან გასვლისას რომ მეცემა ხოლმე ის სუნი, ანუ ჰაერის სუნი, სუფთა ჰაერის. ჩემი ყოფილი შეყვარებულის სუნზე ვგიჟდებოდი, ეგეთი სურნელოვანი ადამიანი არ შემხვედრია, ნუ ერთია და უსაყვარლესი ადამიანია და იმას აქვს ეგეთი თბილი სუნი რაღაცნაირი. <3 შემწვარი კარტოფილის სუნი მომწონს, ნესვის სუნი, გარგარის სუნი, ატმის სუნი, მარწყვის სუნი, ჟოლოს ბუჩქებს აქვს საოცარი სურნელი <3 იასამნის სუნი, ცაცხვნარის სუნი, ძველი აგურით ნაშენი შენობის სუნი, და რაღა თქმა უნდა საკუთარ ფეხის სუნზე ვგიჟდები. <3