ბარემ აქ მოვყვები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელ პახმელიაზე,
კაროჩე ღამის 4 საათზე მეღვიძება იპოდრომზე, ბუჩქის ძირას, კაციშვილი არ ჭაჭანებს, არაფერი მახსოვს, არ ვიცი სად ჯანდაბაში ვარ, ერთი 5წუთი გაბრუებული ვგდივარ და ვფიქრობ რა ხდება ჩემს თავს. ნელნელა გამახსენდა რომ იქ კონცერტის ბილეთის საყიდლად მივედი, ჯგუფის წევრები გავიცანი, ჯერ ლუდით დავიწყეთ, მერე კიდე მოვიდა მეტალისტი სასტავი, ზოგმა ჭაჭა მოიტანა,ზოგმა რაღაცა და კაროჩე უპიზდეცესად დავთვერი, ბოლო აღარ მახსოვს, ეტყობა მოსაფსმელად ან სარწყევად გავედი მოშორებით და ვეღარ დავბრუნდი
ხოდა წამოვჯექი როგორღაც,იმენა თავი მისკდება,გული მერევა, ვერ ვდგები,იმენა ფორთხვის თავიც არ მაქვს, კაი ხანს ვიტანჯულე ეგრე და ბოლობოლო ავდექი და გავაღწიე გზამდე. მანდ კიდე ახალი პრობლემა, გლდანს უნდა მივაღწიო როგორმე და რათქმაუნდა კაპიკი აღარ მაქვს

არ მახსოვს რამდენი ტაქსი გავაჩერე, გლდანში გამიყვანე და ფულს იქ მოგცემ,გამოგიტან მეთქი,ამას რო ვეუბნებოდი (ვერც ვბაზრობდი გამართულდ) ცხვირწინ მიბუქსავებდნენ მანქანას ტიპები

ვერც გაამტყუნებ, ნაღდად არ გამოვიყურებოდი სანდოდ.ეგრე ვიტანჯულე კიდევ საათი ალბათ, სანამ ვიღაც მადლიანი გარისკავდა.
გასრულდა ესე ამბავი....
This post has been edited by kurtanidze on 31 Mar 2018, 14:52