მთლად ეგრეც არ არის,
აქ უკვე ის სასტავი იჩითება ალაგ-ალაგ, დილის რეისზე რომ ჩამოასწრეს თანასოფლელებს, და საღამოს ჩამოსულებს ეძახდნენ უკვე
აი დილას ჩამოსწრებული სასტავი ამ დროსაც არ მიდის თბილისიდან იმ მიზნით, რომ დაპოსტონ, აღდგომაზე მხოლოდ თბილისელები დავრჩითო
ერთი ამბავი გამახსენდა, უნივერსიტეტში, პირველ კურსზე ვიყავი, 10 წლის წინ, სექტემბერში, გაცნობის ხასიათის ლექცია იყო, 45 სტუდენტიდან 4 თბილისელი აღმოვჩნდით
ხოდა, მოკლედ, ლექტორმა ასე თქვა, ადექით, თქვენ შესახებ მოყევით, ვინ ხართ, სადაურები ხართ, რატომ ჩააბარეთ და ა.შ.
ორი ქუთაისელი გოგო იყო,
ერთი ამბობს თავის სახელს და გვარს, და ამბობს, რომ ცხოვრობს რომელიღაც თბილისის უბანში, პირობითად ვთქვათ, დიდუბეში (არადა ქუთაისელია 1 თვის ჩამოსულია და ახალი დაქირავებული აქვს სახლი

) და თან ამ ყველაფერს ცდილობს კილო არ მოაყოლოს და თბილისური აქცენტით ილაპარაკოს
ხოდა ეს მეორე ქუთაისელი გოგო აიჭრა, და თავისი ჯერი რომ დადგა, ყვება: მე ქუთაისელი ვარ, დევიბადე და გევიზარდე ქუთაისში, ვამაყობ ჩემი ქა'L'აქით, აქანა ჩამევედი სასწავლებლად და როცა მოვრჩები, ისევ ჩემ ქა'L'აქში დავბრუნდები, და არ მიყვარს კიდო როცა თავიანთ წარმომავლობას პატივს არ სცემენ და ჩამოდიან და პირველივე დღეს თბილისელობას ჩემულობენ (აქ ალბათ 'იბრალებენ' იგულისხმა

)
ხოდა ამ მეორე ადამიანმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა პირადად ჩემ თვალში, აი ასეთ ჩამოსულებს ნამდვილად არაფერს ვერჩი
მაგრამ პირველი! იმენა ფსევდო რაღაც ღლეობა იყო, საშინელი საყურებელი, როცა ცდილობდა კილოს დამალვას და 1 თვის ჩამოსული იბრალებდა თბილისის რაღაც უბნელობას

მერე მაგისტრატურაზეც შემხვდა ეგ გოგო და უკვე კარგად ქონდა თბილისური ლაპარაკი დამუღამებული, და მანდ უკვე კარენოი თბილისელი იყო

აი ეგ გოგო დარწმუნებული ვარ ქალაქიდან არ გავა