ზღაპარი თეორიებია.
უკეთესი არა, უზრუნველია ქალისთვის მთავარი. და მიუხედავად იმისა რომ დღეს ქალებიც არიან დამოუკიდებლები მატერიალურად, კიდევ ბევრი დრო უნდა იმას რომ ეგ მართლა ისე იყოს როგორც ამბობ. ადრე იყო მასე კი, ძლიერ მამრს არჩევდნენ. ან ვინ იცის ძლიერ მამრს რჩებოდა სასურველი ქალი როგორც ეს სხვა ცხოველებში წყდება ხოლმე სუსტი მამრის დაჩაგვრის ხარჯზე. რაც შეეხება კაცის სიმაღლეს ეგ ტყუილია. ნუ თავისზე დაბალი არ მოსწონთ მაგრამ არც 160ან გოგოს მოსწონს 210 სმანი კაცი.
უფრო ზუსტად გეტყვი, შენ შეიძლება მოგწონს მაღლები მაგრამ ფულიანზე გააკეთებ არჩევანს რო რამე. ან სადღაც საშუალოზე. პროსტა კუნთების გამო არ გააჩენ მისგან შვილს. წარუმატებელი კუნთიანი და წარმატებული უკუნთო რომ იდგეს, წარმატებულ უკუნთოზე გააკეთებ არჩევანს. ეს ორი მაგალითი იმიტომ ვთქვი რომ ორი მხარის შედარება გამეკეთებინა და ახლა არ დაიწყო რატო კაცო კუნთიანიც ხომ შეიძლება იყოს წარმატებულიო. და კი შეიძლება მაგრამ აქ ჩვენ აღნაგობას და მატერიალურ მდგომარეობას ვადარებთ.
კიდევ შენს მდგომარეობას გააჩნია მატერიალურს და ფსიქოლოგიურს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ა.შ.
კიდევ ინტელექტს. და ეს უკანასკნელი ჩემს შემთხვევაში მნიშვნელოვანი გახდა რაც 25 წელს გადავცდი. ტუპაია მანდები აღარ მომწონს, არა და მომწონდა ძალიან. ხო და რაღაც ასაკის მერე შენც შთამომავლობისთვის გაგრძელება სწორედ ასეთისგან მოგინდეს. არც ეგ იძლევა გარანტიას რომ შვილი ჭკვიანი იქნება და მამენტ არც მეორე ვარიანტი იძლევა გარანტიას რომ შვილი მაღალი იქნება.
პირიქით, დიდი შანსია დედას დაემსგავსოს შვილი და როგორც წესი ხშირად დედის შტოდან ვიღაცას უფრო ემსგავსება. უფრო ზუსტად კი დედის მშობლების მიქსი გამოდის და მამისგან საერთოდ ყველაზე ცუდი რამეები გამოყვეს. მაგალითად ვიწრო შუბლი და კეფა და იყოს სრული დეგენერატი. ინფორმაციას ვერ იჩერებდეს თავში. :დ მაგრამ ჭოკით ხტებოდეს კარგად და ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს. ხზ, გააჩნია როგორი შთამომავლობის დატოვება გინდა. მაგაზეც თუ ფიქრობ. მოკლედ შთამომავლობაზე რომ დაიწყებ ფიქრს, მასეთი ფიქრების მერე დარწმუნებული ვარ სხვანაირ მამრებს შეარჩევ ვიდრე მანამდე არჩევდი.

დაიმახსოვრე და ნახე ეგრე თუ არ მოხდეს.
This post has been edited by კანფეტებიანი-კოსმონავტი on 14 Jun 2020, 16:29
.