watch_out_someone_is_in_the_room
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 834
წევრი No.: 70346
რეგისტრ.: 4-September 08
|
#52562784 · 19 Apr 2018, 23:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ? სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?
მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი, აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?
როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ, წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?
უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული, თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი, არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?
განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი, მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?
სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი, მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?
მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში, ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?
მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი, ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?
სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი, მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?
მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა, ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?
უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა, უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?
ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?
შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
--------------------
-------------------------------
|